უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველმა უჩა ლობჟანიძემ ყაზახეთის "ატირაუ" დატოვა და "სამტრედიასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სამტრედიას" საიტი იტყობინება, რომ უჩა გუნდს ხვალ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

ლობჟანიძე ადრე თბილისის "დინამოში", ბათუმის "დინამოში", "ზესტაფონში", "დნიპროში", "კრივბასსა" და "ომონიაში" თამაშობდა.

მას ეროვნულ გუნდში 48 მატჩი აქვს ჩატარებული.