"ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია

AutoSharing Option
ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლამპროს ლამბროსმა თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა.

"თემურს ყველა ვიცნობთ და ვიცით, რა ემოციურია ყველა მომენტში. ის განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა და ამას ამჟღავნებდა.

ქეცბაია დამარცხებას არ იღებდა და მისი არსებობა ეხმარებოდა გუნდს, დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

რატომაა ახლა თემური უგუნდოდ? ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, ქეცბაიას პატარა გუნდის გაწვრთნა არ შეუძლია.

ის ახლა იმ დონეზეა, რომ მიწვევებს დიდი გუნდებიდან ელოდება, მათ შორის, უცხოურიდანაც", - აღნიშნა ლამბროსმა.

▶ თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" არ დაბრუნდება

ასევე დაგაინტერესებთ