"ტორპედო"-"შერიფის" შეხვედრა შესაძლოა თბილისში ჩატარდეს

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მეორე კატეგორიის მოთხოვნას აკმაყოფილებს, შესაძლოა, შეხვედრა ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩატარდეს.

გარკვეული პერიოდის წინ სფფ-მ სტადიონის ინსპექტირება ჩაატარა და ხარვეზები აღმოაჩინა. სფფ-მ სტადიონის ხელმძღვანელობას პრობლემების გამოსწორება დაავალა, თუმცა სტადიონზე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

კონკრეტულად, მოსაგვარებელია კანალიზაციის პრობლემა, რომლის სუნიც გასახდელებში იგრძნობა. როგორც პერსონალის, ასევე მაყურებლებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში მოსაგვარებელია სანიტარული ნორმები. პრობლემებია განათების მხრივაც.

დღეის მდგომარეობით, სტადიონი ქალაქ ქუთაისის მერიის ბალანსზეა, რომელსაც აღნიშნული პრობლემების გამოსწორება ევალება, თუმცა სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

ამის
გამო ყველაზე მეტად გუნდი დაზარალდება, რადგან ქუთაისელი გულშემატკივრების უმეტესობა თბილისში გამგზავრებას ვერ შეძლებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის კომისარი მიიღებს, რომელმაც შესაძლოა შეხვედრის ჩატარება თბილისში მოითხოვოს.

altმოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე

altამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!


ასევე დაგაინტერესებთ