"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში თბილისის "დინამომ" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია. თუმცა, რომ არა მიკერძოებული მსაჯობა და ვაწაძის მიერ შეხვედრის დასასრულს ხელიდან გაშვებული შანსი, უთუოდ გაიმარჯვებდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

სამწუხაროდ, "დინამომ"
ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური
შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ სლოვაკები შეტევაზე გადავიდნენ და ბულისკერიამ პირისპირ გასული ჰერცის დარტყმული ბურთი მოიგერია. "დინამომ" საპასუხოდ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, გოლიც გაიტანა (ავტოგოლი იყო) და ბოსნიელმა მსაჯმა ინფან პელიტომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

alt"დინამო თბილისის" არჩათვლილი გოლი "დუნიასკა სტრადას" კარში [VIDEO]

აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.


altკახა კაჭარავა: გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება

დრო გადიოდა, "დუნაისკა სტრედა" უპირატესობას ვეღარ ფლობდა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს ვაწაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და - 1:1.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

altსლოვაკები გაცუდებულ მომენტებს მისტირიან და ოპტიმისტობენ


დუნაისკა სტრედა. "მოლ არენა" 8 759 მაყურებელი
დუნაისკა სტრედა - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)

დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)

დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
მკითხველის კომენტარები / 40 /
თქვე კარგო ხალხო შედით დინამოს საიტზე უყერეთ მატჩს თავიდან ბოლომდე,ვინ გიშლით და თქვენთითონ გამოიტანეთ დასკვნები,ბრწყინვალედ ითამაშეს ბიჭებმა,მე ესეთი ტექნიკის დემოსტრირება,ასეთი ფიზიკა და ჟილკა ბოლო ათი წელია არ მინახავს ქართული კლუბების მიერ,თანაც არ დაგავიწყდეთ,რომ მსაჯი მიკერძოებული იყო,მე ჯერჯერობით თავს ვერ დავდებ,რომ ეს ჭეშმარიტება იყო თუ შემთხვითომა,ამას პასუხს საპასუხო მატჩი გასცემს,მაგრამ თვითონ ეს მატჩი იყო ბრწყინვალე და ძალიან საინტერესო ჩვენი ბიჭების შესრულებით,დიდი მადლობა მათ ამ კონკრეტული მატჩისთვის,მე არ მომეწონა ერთი რამ, ევროპიდან დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელის გარჯა,მისი ადგილი დინამოში არაა,კი ბატონო ითამაშოს სიონში,ფოთში და სხვა გუნდებში,მაგრამ დინამოში უნდა თამაშობდნენ ახალგაზრდა პერსპექტული და ნიჭიერი ხალხი და 3=4 წელი მათ არავინ არ უნდა შეეხოს.აი მაშინ იქნება შედეგი.
irakli Afxaidzes da sxvebs
13 ივლისი 2018 23:28
0
ერთი წლისაც არაა ეს გუნდი, თან უმრავლესობა ბავშვები არიან და მაგის პირობაზე საკმაოდ კარგად ითამაშეს . მინმუმ სამი ოთხი წელი მაინც უნდა შენარჩუნდეს გუნდის შემადგენლობა თუ რაიმე შედეგის მიხწევა გვინდა , მაგრამ ფიფიას ეგ სულ არ აინტერესებს ...
დათო რუსთავიდან
13 ივლისი 2018 19:41
0
თამაში არ მინახავს, და ეს ვიდეო სლოვაკურმა მხარემ დაამონტაჟა და მაგიტომაა, რომ სულ მეტოქე გვიტევს თუ მართლა ეგრე იყო?...
Irakli Apkhaidze
13 ივლისი 2018 15:17
0
კარგი იყო ბიჭების გამოსვლა,სერთოდაც კარგი,ლამაზი ფეხბურთი იყო და არა "სვარკა".ფაქტია ბიჭებს პოტენციალი აქვთ,კიტეიშვილი ხომ საერთოდ ტალანტია.იქნებ დინამომ ცადოს და ეს კოლექტივი რამდენიმე სეზონით შეინარჩუნოს,დარწმუნებული ვარ შედეგები ექნებათ.ვისაც ქართული ფეხბურთი არ უყვარს,მისი არ სჯერა,ნერვებს უშლით და ა.შ ნუღარ უყურებენ და ნუ აკომენტარებენ,ვერ ვხვდები რატომ იშლიან ნერვებს.
levan
13 ივლისი 2018 13:58
0
ხალხო როგორ მსჯელობთ,რა კომენტარებს აკეთებთ,ეს იყო ბოლო წლების ძალიან კარგი გამოსვლა,ბიჭებმა არაფერი არ დაუთმეს,განსაკუთრებით ტექნიკაში ვაჯობეთ,ზოგიერთმა მართლა სვარკას უყურეთ? როგორ შეიძლება ასე მსჯელობა,ასევე არ დაგავიწყდეთ მსაჯის ფაქტორი,ის მიკერძოებული იყო და ამ ყველაფრის ფონზე ყოჩაღ ბიჭებს,მე არ ვიცი ეს მატჩი ჩვენებს შემთხვევით გამოუვიდათ თუ ასე არიან მომზადებულები,ამ კითხვას პასუხს საპასუხო შეხვედრა გასცემს, თუ ასეთივე შემართებით ვითამაშებთ თბილისში,მაშინ გასულები ვართ და სერიოზული პრეტენზია გვექნება ჯგუფში მოხვედრაზე,ასე,რომ ყოჩაღ ბიჭებს და იმედია ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს.ერთი რამ მინდა დავამატო:როდის შეწყდება ევროპიდან გადამუშავებული ხლამის დასაქმება საქართველოში,მე ვაწაძეზე და მისნაირებზე მაქვს საუბარი,როგორ შეიძლბოდა ბოლო წუთზე ასეთი მომენტის არ გამოყენება,ბატონო კაჭარავა ახლებზე,ნიჭიერ ხალხზე გააკეთე აქცენტი,ვაწაძე კარგი,რომ ყოფილიყო მას საქართველოში ვინ გამოუშვებდა,ცოტა იაზროვნე.
roma
13 ივლისი 2018 12:57
4
მომეწონა ბიჭების თავდადება აზრიანად ირჯებოდენ. პატარა უწვერულვაშო ბიჭებია და ნუ ჩაუკრით წკალში თავდადებას. უხეშობდნენ ზაან მასპინძლები მსაჯს ეძინა. მეკარე ნერვიულობდა თავიდან თუმცა მერე დალაგდა. კარგი გუნდია და გამოცდილებას მიიღებენ და უკეთ ათამაშთებიან. მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით ვართ ყველა გართული და მასეთ დონეს ნუ მოვთხოვთ. მე უყურე თავიდან ბოლომდე ვინერვიულე და უქომაგე და ამაყიც ვარ ამ პატარა ბიჭებით. მადლობა ყველას.
Ipponi
13 ივლისი 2018 12:54
0
კარგია ბიჭებო 1-1 თბილიში მოვუგებთ და ვისაც თამაში არ უნახია ჰაილაითებით ნუ მსჯელობთ ჯერ თამაშს შეხედეთ !!!
el Cano
13 ივლისი 2018 12:53
1
დავიწყოთ იქიდან რომ აუცილებლად დასამატებელია მეკარე და თითო-თითო მოთამაშე ყველა რგოლის თორე ამათაც ვერ გავხდებით.არ გეწყინოს და ჯერჯერობით ასეთი დონის თამაშებისთვის არაა ჩვენი მეკარე მზად.ბევრს ცანცარებს ნერვიულობს და ეს მოქმედებს დაცვაზე.ისე პერსპექტიული ჩანს.კიტეიშვილი კი უკვე მზადაა ევროპული კლუბისთვის
კახა ქირია
13 ივლისი 2018 12:46
1
დინამოს მეკარე მეკარეა? თუ შემთხვევითობის პრინციპით ჩააყენეს კარში. რა დაკარგული ჭუკივით დაბოდიალობდა მოედანზე...

კობიუს
13 ივლისი 2018 12:38
3
მსაჯებზე დაბრალება არ მიყვარს არაფრის მაგრამ გუშინდელმა თამაშმა ყველაფერს გადააჭარბა. 100% გოლი რომელიც გაიტანა დინამომ ესე უბრალოდ არ ჩათვალა მსაჯმა.რატო არ გამოთქვამს პრეტენზიას დინამო უეფაში?ეს ანგარიშს ვეღარ შეცვლის მაგრამ არ შეიძლება გაჩუმება.
Giorgi
13 ივლისი 2018 12:16
2
დინამომ რომ უეფაში პრეტენზია გამოთქვას, ჯერ გაამტყუნებენ და მერე დასცინებენ DDD
ელემენტარული წესების ცოდნაა საჭირო და ნებისმიერი დარწმუნდება, რომ 100%-იანი თამაშგარე იყო.
korben dallas
13 ივლისი 2018 14:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული