ტობოლი VS სამტრედია - გია ცეცაძის ეფექტი

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება, სადაც "სამტრედია" ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში, ჩვენს საიტზე წარმოგიდგენთ.

"ტობოლთან" შეხვედრამდე კლუბში დროებით გია ცეცაძეც დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ რთული ვითარების ფონზე მოუწია გუნდის გაძღოლა. ცეცაძემ რამდენიმე დღეში შეკრებილი გუნდით, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ყაზახ მეტოქეს და რიგ მომენტებში ჯობნიდა კიდეც.

სერგი პოგორილი, დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ჯგერენაია, დმიტრი ულიანოვი, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, ავთო
ენდელაძე, გიორგი ფანცულაია, თამაზ მაქაცარია, ლაშა კუჭუხიძე -
ეს იმ ფეხბურთელების სიაა, რომლებიც კლუბს "ტობოლთან" შეხვედრამდე დაემატნენ. მათგან კი ერთბაშად 7-მა ფეხბურთელმა პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

alt"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

მეტოქე
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 10.10 მილიონი ევროა. ყაზახურ გუნდში 7 ლეგიონერი თამაშობს, მაგრამ იმდენად ერთფეროვანი შეხვედრა შემოგვთავაზეს "სამტრედიასთან", რომ გუნდს ან მწვრთნელის ხელი აკლია, ან სხვა რაღაცაშია პრობლემა. ფაქტია, "ტობოლი" საევროპალიგო გუნდი არაა და დღეს თუ "სამტრედიის" ბარიერს გადალახავენ, მათი გზა შორს მაინც ვერ წავა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყაზახი ვლადიმირ ნიკიტენკოა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ყაზახურ გუნდს წვრთნიდა და განსაკუთრებული შედეგიანობა არ ჰქონია.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ქართველი ჯაბა კანკავაა, რომელიც მილიონ ევროდ არის შეფასებული. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, მისი ფასი - 700 000 ევროა. ორივე ფეხბურთელმა წინა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. არცერთს არ ჰქონია განსაკუთრებული როლი შეხვედრის მიმდინარეობაში.



altაზამატ აიტხოჟინი: სამტრედიელები ძალიან ტექნიკურები არიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ

კომენტარები
გია ცეცაძე: "ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გვყავს, 10 დღეა, რაც შევიკრიბეთ. ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია. დიდი ცვლილებებია. უფრო იძულებითი. მინიმუმ კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა".

ვლადიმირ ნიკიტენკო: "სამტრედიასთან" პირველი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო წუთებში რამდენიმე მომენტი შევქმენით, გაგვიმართლა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო... ჩემი აზრით, ხვალ გუნდები თავს არ დაზოგავენ და კვლავ იბრძოლებენ გამარჯვებისთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს".



altგია ცეცაძე: კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა

მოლოდინი
იმერული გუნდის ვითარებიდან გამომდინარე, "სამტრედიას" იმაზე კარგ შედეგს ვერ მოსთხოვ, რაც წინა მატჩში დააფიქსირა. ცალკე თემაა ის პრობლემები და გამომწვევი მიზეზები, რამაც ამ ეტაპამდე მიიყვანა.

გუნდში არსებული ფეხბურთელებისგან თავისუფალ და ლაღ ფეხბურთს ველით. ამ ყველაფერმა შეიძლება შედეგიც მოიტანოს. თუ არა და, ამ ბიჭებს, რომლებიც გუნდში ირიცხებიან და მათგან რამდენიმე საკმაოდ პერსპექტიულია, ეს ყველაფერი გამოცდილებაში და უკეთეს ფეხბურთელად გაზრდაში დაეხმარება.

მსაჯები
შეხვედრას ხორვატიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - ტიჰომირ პეხინი, დამხმარე მსაჯები - გორან პატაკი, მარიან ტომასი, მეოთხე მსაჯი - ზდენკო ლოვრიჩი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედიაც ისევე უშანსოდ წააგებს გუნდმა რომელმაც შარშან წინ გაბალას მოუგო დაშალეს და წინსვლაზეა ფიქრი ის გუნდი კი არ უნდა დაშლილიყო უნდა გაეძლიერებიათ და დღეს იქნებოდა მაგარი გამოცდილი გუნდი აქ კომენტარიც ზედმეტია იგივე ელის დინამოს ფიფია გუნდის გაძლიერების მაგიერ ყიდის თუ ვინმე ტალანტია ასე ნუ ველოდებით შედეგს უბრალოდ ამ უმუშევარმა ხალხმა სტადიონზე მისვლით დრო მოვკლათ.
dato
19 ივლისი 2018 11:22
0
რა უნდა ვთქვათ ამ მატჩზე! ვერაფერი. სამწუხაროდ ჩვენა ჩემპიონმა ისე მოგვჭრა თავი ქართული ფეხბურთი საერთოდ შეგვაზარა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე,ვინმემ არ უნდა აგოს პასუხი ამ საზიზღრობაზე? ხალხი როგორ უნდა მიიზიდონ ტრიბუნაზე კლუბებმა თუ მათ არაფერი არ იღონეს. სწორედ ევროთასებზე მათი წარმატებით თამაში დააბრუნებს გულშემატკივარს სტადიონზე ესაა ლაკმუსის ქაღალდი. არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი ტორპედოს შეფობის მიმართ,მახსოვს რა რიხით მოვიდნენ ისინი კლუბში და რა ინვესტიციებს გვპირდებოდნენ რა ლეგიონერებს და ასე შემდეგ.აღმოჩნდა რომ მათი საუბარი ბაქი-ბუქი და ტყუილები ყოფილა. მათ ჩაიგდეს კლუბი მიზერულ თანხად ხელში და შეჩერებიან სახელმწიფო დაფინანსებას როგორც შოშიას ბარტყები დედას და მხოლოდ ამით უნდათ იკვებონ,საერთოდ არ ფიქრობენ თავიანთი ფულის ჩადებაზე კლუბში. ეს ლეგიონერები რომ მოიყვანეს 1 კვირით ადრე ეს დაცინვა არაა გულშემატკივარის? ან რა ლეგიონერები არიან ხალხო ეს ხალხი,მდარე ხარისხის, ნახეთ მათი წარსული და სატრასფერო ღირებულებები და მიხვდებით რომ ამ ხალხით სერიოზული წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.უბრალოდ პიარისთვის სჭირდებოდათ მეტი არაფერი რომ ეთქვათ აი ნახეთ, რომ დაგპირდით ხომ მოვიყვანეთ ლეგიონერებიო.ხმა ამოვიღოთ ხალხო ამ დაცინვაზე ასე არ შეიძლება , გასკდა გული!
kika
19 ივლისი 2018 10:44
2
კიკა,შეფასებებში გეთანხმები,მაგრამ აფეთქებულია ინტერნეტი და ყურს იბერტყავს ვინმე?გუნდების მმართველები სახელმწიფოს ძუძუზე არიან ჩამოკიდებულნი და ხარბად სწოვენ,მაყურებლისაგან კი არც შემოსავალი აქვთ და არც მორიდება.გინებას დიდი ხანია მიეჩვივნენ და მაგის გულისათვის ტკბილ ლუკმაზე უარს არ იტყვიან,მათ უმეტეს,რომ საკუთარი დედის გინებაც კი დაამკვიდრეს ვაი ვაჟკაცებმა.ევროტურნირებზე გასული გუნდის ხელმძღვანელობა რომ ზამთარში არ გააძლიერებს გუნდს და ზაფხულს დაველოდებიო იტყვის,ჩათვალეთ,რომ ის სახელმწიფო ფულის საჭმელადაა მოსული გუნდში და კინწისკვრით გააგდეთ,მაშინვე,ზამთარშივე.ამან შეიძლება ცოტა უშველოს მდგომარეობას.მაგრამ მეორეს მხრივ გუნდის ხელმძღვანელების გარეკვა არც გულშემატკივარს შეუძლია,არც ფედერაციას და სჭამენ ასე ტკბილად სახელმწიფოს ფულს,ორკვირიანი კონტრაქტებით და იქიდან ალბათ ატკატებით. როცა ეს სახელმწიფო პროგრამა დასრულდება,მათ კვალსაც ვეღარ ვიპოვით ქართულ ფეხბურთში ფეხბურთი კი უარეს ტლაპოში იქნება ჩაფლული.არ ვიცი,შეიძლება გამოსავალი ის იყოს,რომ სახელმწიფომ შეუწყვიტოს დაფინანსება იმ გუნდს,რომელიც ევრო ტურნირზე გავა და ზამთარში არ გააკეთებს ტრანსფერებს,მაგრამ ესეც ობიექტური კრიტერიუმებით ვერ შეფასდება და ძალიან კარგი მოფიქრება უნდა მაგას,თანაც სწრაფად,თორემ გამოიხრა ტყუილად ამდენი ფული.ჩვენს გუნდებს კი წარმატებებს ვუსურვებ დღევანდელ მატჩებში,იღბალს და კარგ მსაჯებს,ვინძლო გაგვიმართლოს.
სოსო
19 ივლისი 2018 12:37
1
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ქართულ ფეხბურთში არარის სერიოზული მიდგომა.7 თვე რო გექნება წინ რომ ღირსეულად გამოხვიდე ევროტურნირებზე და 10 დღით ადრე გააკეთებ შეკრებას რა უნდა ვთქვათ.??
გიორგი
19 ივლისი 2018 10:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული