ტობოლი VS სამტრედია - გია ცეცაძის ეფექტი

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება, სადაც "სამტრედია" ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში, ჩვენს საიტზე წარმოგიდგენთ.

"ტობოლთან" შეხვედრამდე კლუბში დროებით გია ცეცაძეც დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ რთული ვითარების ფონზე მოუწია გუნდის გაძღოლა. ცეცაძემ რამდენიმე დღეში შეკრებილი გუნდით, საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ყაზახ მეტოქეს და რიგ მომენტებში ჯობნიდა კიდეც.

სერგი პოგორილი, დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ჯგერენაია, დმიტრი ულიანოვი, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, ავთო
ენდელაძე, გიორგი ფანცულაია, თამაზ მაქაცარია, ლაშა კუჭუხიძე -
ეს იმ ფეხბურთელების სიაა, რომლებიც კლუბს "ტობოლთან" შეხვედრამდე დაემატნენ. მათგან კი ერთბაშად 7-მა ფეხბურთელმა პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

alt"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

მეტოქე
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 10.10 მილიონი ევროა. ყაზახურ გუნდში 7 ლეგიონერი თამაშობს, მაგრამ იმდენად ერთფეროვანი შეხვედრა შემოგვთავაზეს "სამტრედიასთან", რომ გუნდს ან მწვრთნელის ხელი აკლია, ან სხვა რაღაცაშია პრობლემა. ფაქტია, "ტობოლი" საევროპალიგო გუნდი არაა და დღეს თუ "სამტრედიის" ბარიერს გადალახავენ, მათი გზა შორს მაინც ვერ წავა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ყაზახი ვლადიმირ ნიკიტენკოა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ყაზახურ გუნდს წვრთნიდა და განსაკუთრებული შედეგიანობა არ ჰქონია.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ქართველი ჯაბა კანკავაა, რომელიც მილიონ ევროდ არის შეფასებული. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, მისი ფასი - 700 000 ევროა. ორივე ფეხბურთელმა წინა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. არცერთს არ ჰქონია განსაკუთრებული როლი შეხვედრის მიმდინარეობაში.



altაზამატ აიტხოჟინი: სამტრედიელები ძალიან ტექნიკურები არიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ

კომენტარები
გია ცეცაძე: "ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი გვყავს, 10 დღეა, რაც შევიკრიბეთ. ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია. დიდი ცვლილებებია. უფრო იძულებითი. მინიმუმ კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა".

ვლადიმირ ნიკიტენკო: "სამტრედიასთან" პირველი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო წუთებში რამდენიმე მომენტი შევქმენით, გაგვიმართლა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო... ჩემი აზრით, ხვალ გუნდები თავს არ დაზოგავენ და კვლავ იბრძოლებენ გამარჯვებისთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს".



altგია ცეცაძე: კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა

მოლოდინი
იმერული გუნდის ვითარებიდან გამომდინარე, "სამტრედიას" იმაზე კარგ შედეგს ვერ მოსთხოვ, რაც წინა მატჩში დააფიქსირა. ცალკე თემაა ის პრობლემები და გამომწვევი მიზეზები, რამაც ამ ეტაპამდე მიიყვანა.

გუნდში არსებული ფეხბურთელებისგან თავისუფალ და ლაღ ფეხბურთს ველით. ამ ყველაფერმა შეიძლება შედეგიც მოიტანოს. თუ არა და, ამ ბიჭებს, რომლებიც გუნდში ირიცხებიან და მათგან რამდენიმე საკმაოდ პერსპექტიულია, ეს ყველაფერი გამოცდილებაში და უკეთეს ფეხბურთელად გაზრდაში დაეხმარება.

მსაჯები
შეხვედრას ხორვატიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - ტიჰომირ პეხინი, დამხმარე მსაჯები - გორან პატაკი, მარიან ტომასი, მეოთხე მსაჯი - ზდენკო ლოვრიჩი.

ასევე დაგაინტერესებთ