გიორგი ჩოჩიშვილმა "სიონში" ითამაშა, მისმა გუნდმა კი "ნორჩი დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
ბოლნისის “სიონი” მეორე ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე “ნორჩ დინამოსთან” ჩაატარა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სიონის" შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ გიორგი ჩოჩიშვილმა და "სკონტოს" ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი გოგოლაშვილმა ითამაშეს.

შეხვედრაში პირველი გოლი დინამოელებმა გაიტანეს, მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბოლნისის დაცვა ჩავარდა. "სიონის" უკანა ხაზი თამაშგარეს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა თამაში არ შეაჩერა, რითაც ბოლქვაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შალამბერიძის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლი მალევე გაიტანეს. მუჯრიშვილის კარი ჯერ ჯაბა უგულავამ დალაშქრა, შემდეგ
კი, ბოლნისელები ვილი ისიანმა დააწინაურა.

“სიონმა" შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

პირველი ტაიმი: ჩოჩიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ხეცურიანი, გიორბელიძე, გოგოლაშვილი, ქიქავა, კოშკაძე (კაპ) სიხარულია, მახარობლიძე, ტრეტიაკი

მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი, ნოზაძე, თომაშვილი, ხეცურიანი, გიორბელიძე, დათუნაიშვილი,ხმალაძე, მანაგაძე, გოგოლაშვილი, უგულავა, ისიანი

ბოლნისის “სიონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას, 24 ივლისს, გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული