საჩხერის "ჩიხურას" მეტოქეთა წყვილი ევროპა ლიგის III ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ საჩხერის "ჩიხურა" სლოვენიური "მარიბორის" ბარიერს გაივლის, მისი მეტოქე "ოსიეკსა" (ხორვატია) და "რეინჯერსს" (შოტლანდია) შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შინ 26 ივლისს, სლოვენიურ "მარიბორთან" გამართავს.