სად შეგვეძლება ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების შეხვედრების ყურება?

AutoSharing Option
2 აგვისტოს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებით შეხვედრებს გამართავენ.

"ჩიხურა" "მარიბორს" სლოვენიაში ესტუმრება, მათი თბილისური მატჩი 0:0 დასრულდა. რაც შეეხება ტრანსლაციას, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში გვითხრეს, ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით ტელერეპორტაჟს შემოგვთავაზებენ.

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

რაც შეეხება "ტორპედოს", რომელმაც ქუთაისში გოტას "ვიკინგური" 3:0 გაანადგურა, ამჯერად მეტოქის ძლევას სტუმრად შეეცდება. ეს შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ იქნება,  როგორც კლუბის პრესსამახურში გვითხრეს, ფარერელები გეგმავენ ტრანსლაციას და ინტერნეტით შევძლებთ თამაშის

ყურებას.

sportall.ge ინტერნეტში სტრიმის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად განათავსებს საიტზე.


alt "ტორპედომ" ვიკინგები დაამარცხა და ფარერებზე განდევნა [VIDEO]

სამწუხაროდ, ამჯერადაც ორივე მატჩი თითქმის ერთდროულად დაიწყება, ქუთაისელების თამაში 22:00 საათზე დაიწყება, საჩხერლების კი - 22:15 საათზე.
ასევე დაგაინტერესებთ