"ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე რაუნდში დიდი ალბათობით გავა და ძარიას "კუკეშს" შეხვდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" 3:0 სძლია ფარერების "ვიკინგურს" და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც მისი მეტოქე ალბანეთის "კუკეში" იქნება. მატჩები 9 და 16 აგვისტოს ჩატარდება.

"კუკეში" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან "ყარაბაღმა" გამოთიშა (0:0, 3:0) და ახლა ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

"კუკეშის" ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია იცავს, რომელიც გუნდის წამყვანი ფეხბურთელია და "ლა ვალეტას" ორი მატჩის ჯამში მისი გოლით სძლიეს (0:0, 1:1).

შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედოს" გაუმართლა, რადგან ევროტურნირების
მესამე ეტაპზე ამაზე უფრო სასურველ მეტოქეს ვერც ინატრებდნენ.

altირაკლი ძარიამ "კუკეში" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა

altსამტრედია-კუკეში 4:0 - შეკრება ალბანელების განადგურებით დაიწყეს

ასევე დაგაინტერესებთ