მარიბორი VS ჩიხურა - თქვენ შეგიძლიათ! შემდეგ ეტაპამდე ერთი ნაბიჯია!

AutoSharing Option
დღეს, 2 აგვისტოს საჩხერის "ჩიხურასა" და "მარიბორს" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაცო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა სლოვენიის ქალაქ მარიბორში ჩატარდება, "ლიუდსკი ვრტ"-ზე (ხალხის ბაღში). მატჩი თბილისის დროი 22:15 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება ტრანსლაციას, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სიტყვა-სიტყვით ასე განგვიცხადეს: "ვმუშაობთ სლოვენიურ მხარესთან, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ".

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადგილობრივ ტელევიზიაში იქნება ჩვენება. ინტერნეტტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ საიტზე აუცილებლად განთავდება. ხოლო თუ ვერ მოვიპოვეთ სტრიმი, აუცილებლად მოგაწვდით ბმულს, სადაც
შეძლებთ ყურებას.

საჩხერელები კიდევ ერთ სენსაციასთან ახლოს
პირველ რიგში, დანაკლისი უნდა აღინიშნოს, გუნდს ტრავმის გამო დააკლდება ირაკლი ლექვთაძე. კვლავ ვერ იქნება შოთა კაშიაც.

საჩხერელები სლოვენიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრნენ:

დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

თბილისური მატჩის შემდეგ გამოჩნდა, რომ "ჩიხურას" მეტი შეუძლია და ახლოს არის შემდეგ ეტაპზე გასვლასთან. პირველ შეხვედრაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია თითოეულმა ფეხბურთელმა და მათი ჯაფა დასაფასებელია.

სოსო ფრუიძის
შეგირდები, ფაქტობრივად, არ გაჩერებულან და 90 წუთის განმავლობაში ერთ ტემპში დარბოდნენ, მაქსიმალურად ავიწროებდნენ მეტოქეს, რაც ქართული გუნდისგან ცოტა მოულოდნელიც იყო.

საჩხერელებს პირველ შეხვედრაში შეეძლოთ დადებითი ანგარიშით სლოვენიაში წასვლა, თუმცა, ამავდროულად, სლოვენიელებსაც შეეძლოთ 3 ქულის წაღება. საერთო ჯამში, ალბათ, 0:0 დადებით შედეგად უნდა შეფასდეს.

სოსო ფრუიძე: "ორივე გუნდმა პირველ შეხვედრაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. ამასთან ერთად, მათი თამაშებიც ვიხილე. ხვალ ურთულეს მატჩს ველოდებით. "მარიბორი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ვეთამაშეთ მისი დონის გუნდებს - "ბურსას", "ბეითარს" და დადებით შედეგსაც მივაღწიეთ. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით!"

"მარიბორის" პრობლემები
"მარიბორს" ეტყობა, რომ ჯერ ფორმაში არ არის შესული. ისინი საჩხერის "ჩიხურას" შემდეგ, საკუთარ სტადიონზე სლოვენიის უმაღლეს ლიგაში წელს დაწინაურებულ "მურას"ეთამაშნენ და იქაც ფრეს 0:0 მიაღწიეს. თანაც, მეტოქე თავისუფლად აკონტროლებდა ბურთს და "მარიბორი" მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევას ვერ ახერხებდა.

წინა შეხვედრა "ჩიხურასთან" ჩააგდო კლუბის მთავარმა იმედმა ლუკა ზაჰოვიჩმა, თუმცა გუნდის მეორე მთავარმა ძალამ მარკოს ტავარესმა საჩხერელთა უკანა ხაზს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

ამავდროულად, გუნდის დაცვაც ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ. მათი შეცდომები თვალშისაცემი იყო.

"მურასთან" განაცხადშიც არ იყო კლუბის მთავარი მეკარე, 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი. მის ნაცვლად კი 24 წლის ბოსნიელმა კენან პირიჩმა ითამაშა, რომელიც სლოვენიელებმა ამ სეზონში შეიძინეს. ვერ ვიტყვით, რამდენად კარგია ეს მეკარე, მაგრამ ჰანდანოვიჩი რომ იდეალური არ იყო, ფაქტია და რადგან მასზე აკეთებდნენ არჩევანს, ესე იგი ბოსნიელსაც ჯობდა.

დარკო მილანიჩი: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბიჭები მზად არიან. მწყობრში ჩადგა ნახევარმცველი დერვიშევიჩი. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. უნდა გავიმარჯვოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. "ჩიხურას" ჩვენს წინა მეტოქესთან, ალბანეთის "პარტიზანთან" შედარებაც არ შეიძლება. ქართველები გაცილებით სწრაფები და სახიფათონი არიან. ამიტომ მომენტების შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. აქ თბილისისგან სრულიად განსხვავებული თამაში იქნება".

მოლოდინი
რაც უნდა მოხდეს სლოვენიაში, "ჩიხურა" პირველი თამაშის შემდეგ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამ ფორმაციის გუნდი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ტოლ-სწორად ეთამაშება მასზე სამ-ოთხჯერ უფრო მდიდარ კლუბებს და არაფრით ჩამოუვარდება.

მსაჯები
შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი - უმუთ მელერი, დამხმარე მსაჯები - მუსტაფა ეისოი, ჩევდეთ კომურჯუღლუ, მეოთხე მსაჯი - არდა კარდეშლერი.

alt"ჩიხურა" სლოვენიაში მატჩამდე 2 დღით ადრე ჩავიდა და ვარჯიშს შეუდგა

altფოტოისტორია - როცა "ჩიხურა" მეტოქეს მოედანზე ეჭიდებოდა...

alt"ჩიხურა", გუნდი-სიურპრიზი - რეალურად შევხედოთ, ინტერნეტში გვიხარია, სტადიონზე კი არ მივდივართ

alt"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ ვინმემ იცით, ინტერნეტით მაინც, სად და როგორ შეიძლება თამაშის ყურება, იქნებ ლინკი დადოთ-რა.
მადლობა წინასწარ
დათო
02 აგვისტო 2018 16:27
1
ჩიხურა მოიგებს 14 კუში ;)
Gggg
02 აგვისტო 2018 14:03
0
ქართულმა არხმა უნდა აჩვენოს ეს თამაში...
ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან და იმარჯვებენ კიდეც!!!
დამიჯერეთ, მომავალ თაობას უფრო ძლიერ უბრწყინდება თვალები, როცა ჩვენი გუნდი იგებს, ვიდრე ნებისმიერი უცხო გრანდი...
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
02 აგვისტო 2018 13:08
1
აბა თქვენ იცით ლომებო, მაგრად მჯერა რო თავს არ დაზოგავთ და გახვალთ, მინდა რეინჯერსი ცოცხლად ვნახო თბილიში, აბა თქვენ იცით ჯიგრებოოო!
სვოი
02 აგვისტო 2018 13:00
1
უნდა გახვიდეთ! გგულშემატკივრობს მთელი საქართველო, არ არსებობს გულშემატკივარი, რომელსაც თქვენს მიმართ სიმპათია არ ექნება! წინ, ჩიხურა!
ქუთაისელი
02 აგვისტო 2018 13:00
1
მგონია და გული მიგრძნობს რომ ჩიხურა ისე გავა არც გაუჭირდება ... მთავარია ერფი გოლი გავიტანოთ და დანარჩენი კონტრ შეტევებზე ააგებს ბატონი სოსო ...და 2 საც და 3 საც გაიტანენ ...ლიჟბი არ შეგვეშინდეს თავიდან და მაგრად დავდგეთ მაქსიმუმ 15 წუთი
შიო
02 აგვისტო 2018 12:27
0
ჩიხურა აბა თქვენ იცით თქვენი მებრძოლი სულის იმედი გვაქვს მთელ საქართველოს ჩვენ გვჯერა თქვენი
ტოტტი
02 აგვისტო 2018 11:52
1
ოღონდ ახლაც გადით შემდეგ ეტაპზე და მომდევნო თამაშზე (თამაშებზე) მთელი ჩემი ოჯახით მოვალ... გმირებო და მაგრებო, ჯიგრებო და ჩვენებო! ჩიხურა!!!
ნუგო
02 აგვისტო 2018 11:43
1
ჩიხურა ერთადერთი გუნდია რომელსაც როგორც თბილისელები ისე ქუთაისლებიც ვგულშემატკივრობთ. ერთად დავამარცხოთ მარიბორი.
თბილისელი ზასტავიდან
02 აგვისტო 2018 11:42
2
რაგახდა ეგ ეთერები რავა სულმუშაობთ და ბოლოს არაფერი გამოგდით სირცხვილია !!!!
გეო
02 აგვისტო 2018 11:40
1

სიახლეები პოპულარული