ქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფარერების კუნძულებზე ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი გოტას "ვიკინგურსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, იმერელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მატჩის დასაწყისშივე ვიკინგებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა ამას საბოლოოდ შედეგი არ მოჰყოლია.

"ტორპედომ" მალევე შეძლო თამაშზე კონტროლის დაწესება, მე-10 წუთზე მილოშ ლაჩნიმ ძლიერი დარტყმით ანგარიში 1:0 გახადა.

24-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ კუთხური მოაწოდა, რასაც თავით მამუკა კობახიძე დაუხვდა და კარებში გადაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ "ვიკინგურის" მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა, მას კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა და მსაჯმა გოლი ჩათვალა.

პირველი ტაიმის
დარჩენილ დროში შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა და განსაკუთრებული მომენტები არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

მეორე ტაიმში ვიკინგები გააქტიურდნენ, მათ 51-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა მანამდე გრეგერსენი როინ კვასხვაძესთან დაჯარიმდა და გოლი არ ჩაითვალა. მიუხედავად ამისა ფარერელები არ გაჩერებულან, ხშირად ისინი მიზნის მისაღწევად ზედმატედაც უხეშობდნენ.

თუ "ვიკინგურს" არაფერი არ გამოსდიოდა, "ტორპედოსთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. 59-ე წუთზე ქუთაისელებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, მარეკ ჰლინკამ საჯარიმოში ჩააგოდა და ალექსანდრ აზაცკიმ გოლად გარდასახა.

"ტორპედო" ამაზე არ შეჩერებულა, 81-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მათე ცინცაძემ კარგი გადაცემა გაუკეთა თორნიკე კაპანაძეს და მან ანგარიში 4:0 გახადა.

შეგახსენებთ პირველი შეხვედრა ქუთაისში 3:0 დამთავრდა და ორი შეხვედრის ჯამში იმერლებმა 7:0 მოიგეს. "ტორპედოს" მეტოქე ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალბანური "კუკეში" იქნება. 

შემადგენლობები


ვიკინგური: რასმუსენი, ჯორჯევიჩი, გრეგერსენი, იაკობსენი, ლავალი, ლერვიგი, ლოკინი, ოლსენი (ნიებლასი 70'), სტრომსტენი, გ. ვატნჰამარი (კაშკავალი 69'), ს. ვატნჰამარი (ჰანსენი 70')

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (ჭიჭინაძე 75'), გეგეჭკორი, გიგაური (კუხიანიძე 45'), ჰლინკა, ხურცილავა, ქიმაძე, კობახიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61'), ცინცაძე

altკახა ჩხეტიანი: ბიჭები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და შედეგიც სახეზეა

alt"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 13 /
საიდან ამდენი აგრესია და ბოღმა?!
ყოჩაღ ბიჭებო, ბოლოს უეფას შესარჩევზე 7-0 და შემტევი ფეხბურთი როდის იყო? ან იყო საერთოდ?
ბასკი
03 აგვისტო 2018 13:43
1
მოდით პირდაპირ შემდეგ თამაშს დაველოდოთ "კუკსთან". არ გვინდა ეხლა დიდი მადლობები აღფრთოვანებები ვიკინგურის ძლევით. ყველამ კარგად ვიცოდით რომ ტორპედოსთვის ეს მხოლოდ გასეირნება იყო. ვნახოთ რა გამოვა და იქნება თუ არა კუკესი ისეთი კერკეტი კაკალი, როგორც მეორე ალბანური შკენდია, რომელმაც ტორპედოს მძლეველი და ჩვენთან "ფავორიტად" შერაცხული შერიფი ცალი ფეხით გამოაგდო:) და იმედია, რომ მწვრთნელი თამაშის წინ ფრესკომფერენციაზე ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, კუკესს კი არა თითქოს ევერტონს ან ტოტენჰემს ვხვდებოდეთ.
ანესთეზეოლოგი
03 აგვისტო 2018 13:18
0
ველოდი სადმე ეწერებოდა -"შემდეგ ეტაპზე შეხვდება ამას და ამას".
სტატიის ავტორს
03 აგვისტო 2018 10:34
0
რა გიხარიათ, ქუთაისში ტამაშის წინ ხინკალი ჭამეს, შინ, სამსახურიდან მივდოდნენ სატამაშოდ, საამაყო რა არი?!
Lou
03 აგვისტო 2018 10:19
7
აბა, ვიდარდოთ, რატომ არ წავაგეთო?
ზურა
03 აგვისტო 2018 12:17
0
მეხანძრეს მოუგე თუ მეთევზეს, სარეიტინგო ქულებზე აისახება, მადლობა იმერეთს!
Irakli Apkhaidze
03 აგვისტო 2018 09:59
0
და რას გაძლევენ ეს ქულები? ვინ არ იცის რასწარმოადგენენ საქართველოს გუნდები და რა დღეშია ეროვნული ჩემპიონატი?
999
03 აგვისტო 2018 11:21
6
ვინ არის შემდეგი რიგში, ვის გაანადგურებს ტორპედო?! მგონი აცანის "ოფიშტიაა" ?!
aburjga
03 აგვისტო 2018 09:56
9
ალბანური კუკესია
ვაკო
03 აგვისტო 2018 11:26
0
"...ქუთაისელებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, მარეკ გლინკამ საჯარიმოში ჩააგოდა და ალექსანდრ აზაცკიმ გოლად გარდასახა" :დდდდდდდდდდ
დათო
03 აგვისტო 2018 09:55
5
რა მიამიტები ვართ?ვის მუვუგეთ,ფოსტის,სახანძროს და ვეტფერშლების გუნდს?აწი ნახავ რაც არის ქუთაისი და კობიაშვილის ფეხბურთი.
maxa.
03 აგვისტო 2018 08:31
12
როგორ დახტოდნენ სიხარულისგან გასახდელში მეგონა მოიგეს უკვე ევროპა ლიგათქო . კარგია გამარჯვება მაგრამ ფარერის კუნძულების სოფლის გუნდს რომ მოუგებ ცოტა სერიოზულობა არ აწყენდათ . ალბათ ესენი ბასილაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ ჩოგბურთის კორტებზე სირბილს დაიწყებდნენ დასალევის ფული ამოვაგდეთო ))) გილოცავ ტორპედო და წარმატებები კუკეშთან
ტოტტი
03 აგვისტო 2018 07:05
9
ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. ტორპედოს ვალია გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე. ამ თამაშებმა გუნდს ძალების რწმენა უნდა შესძინოს, მაგრამ თავდაჯერებულობაში არ უნდა გადაიზარდოს.
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2018 00:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული