კახა ჩხეტიანი: ბიჭები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და შედეგიც სახეზეა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვიკინგურის" დამარცხების შემდეგ კომენტარი ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ძალიან კარგია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ისინი ასეთი რთული გზის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ, ყველაფერი გაიღეს და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს გამარჯვებას.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეს, ალბანეთის გუნდია "კუკეში, 6 აგვისტოდან შევუდგებით სამზადისს. თბილისში გვიწევს თამაში. ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქალაქში ვერ ვითამაშებთ, მაგრამ რას ვიზამთ. დაგვემატებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. შევეცდებით გავახაროთ საქართველო.

მე
ყველა ჩემი ფეხბურთელის დიდი იმედი მაქვს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის".

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე კუკეში რო გვანერვიულებს, აი ესაა საშინელება, როცა ამ დროს არსებობენ , იუვე, ბარსა , მანიუ, ლივერპილი, რეალი და სხვა, და ჩვენ კუკეში ? სადა ვართ საერთოდ?!?!?!??
Vasili
10:02 04-08-2018
0
ქუთაისის სტადიონი ვერ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს ამ ეტაპზე რა მაგარია არა სტადიონი არ გაქ ნორმალური და გინდა პრეტენზია გქონდეს ევროთასებზე რამეზე..დდ კაი რამეა ხოიცი.
zaza
15:47 03-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული