კახა ჩხეტიანი: ბიჭები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და შედეგიც სახეზეა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ვიკინგურის" დამარცხების შემდეგ კომენტარი ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ძალიან კარგია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ისინი ასეთი რთული გზის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ, ყველაფერი გაიღეს და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს გამარჯვებას.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეს, ალბანეთის გუნდია "კუკეში, 6 აგვისტოდან შევუდგებით სამზადისს. თბილისში გვიწევს თამაში. ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქალაქში ვერ ვითამაშებთ, მაგრამ რას ვიზამთ. დაგვემატებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. შევეცდებით გავახაროთ საქართველო.

მე
ყველა ჩემი ფეხბურთელის დიდი იმედი მაქვს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის".

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ