"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით

AutoSharing Option
"მარიბორისა" და საჩხერის "ჩიხურას" შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა დარკო მილანილიჩმა გააკეთა.

მას თავდაპირველად ჟურნალისტები მეორე გოლის ავტორ და გუნდის ნამდვილ ლიდერ მარკოს ტავარესის შესახებ დაეკითხნენ.

ბრაზილიელი 2008 წლიდან "მარიბორშია" და "ჩიხურასთან" შეხვედრამდე გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.

"ტავარესმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მას კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ. ის ნამდვილი ლიდერია".

სლოვენიელთა დამრიგებელს თავისი გუნდის თამაშის შეფასებაც სთხოვეს.

"რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და რაღაც მომენტებში
კონცენტრაციას ვკარგავდით, თუმცა შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც ძალიან კარგია.

მეტოქე მატჩის ბოლოსკენ ფიზიკურად სუსტად გამოიყურებოდა, რაც უნდა გამოგვეყენებინა.

"ჩიხურას" ფეხბურთელ სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩით, თუმცა მსგავსი შეცდომები ბევრი არ დაგვიშვია და ქართული გუნდის ბარიერიც დავძლიეთ".

ბოლოს მილანიჩმა მცირე კომენტარი მომავალ მეტოქეზე, გლაზგოს "რეინჯერსზე" გააკეთა.

"როგორც მწვრთნელისთვის, ეს თამაში ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. ძალიან რთული იქნება, თუმცა ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადებით.

მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც "რეინჯერსს" შევხვდებით", - აღნიშნა მილანიჩმა.

alt"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუჯა კახაძეს მაინც მიმართონ, ცარიელი წუწუნი რომ არის ფიზიკური სისუსტე, სისუსტეო...
დავითი
12:32 03-08-2018
1
ზუსტად ეგრე თქვა,სარდალიშვილსო!?უბრალოდ მაინტერესებს როგორ წარმოთქვა)))
გეორგიუსი077
12:14 03-08-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული