თუ პლეი-ოფში გავიდა - "ტორპედოს" მეტოქეთა წყვილი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" პოტენციური მეტოქის ვინაობა გაირკვა.

თუ "ტორპედო" ალბანური "კუკეშის" ბარიერს გადალახავს, ის ბულგარულ "ლუდოგორეცსა" და ბოსნიურ "ზრინსკის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი მატჩი ქართული გუნდის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში საქართველოში გაიმართება. პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს, ხოლო საპასუხო 30 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშს" თბილისში 9 აგვისტოს დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.

altირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

altსარეიტინგო

ქულები და ფინანსები - "ტორპედოს" ევროთასებზე 2 მლნ ლარზე მეტი ერგო
მკითხველის კომენტარები / 22 /
Jer kukeshi gaviarot da mere vipiqrot rogor davamarcxot chvenze 5-10 tavit uketesi gundi tundac ludogoreci
Achi
17:29 06-08-2018
0
პირველ რიგში წინ 9 აგვისტოა მეგობრებო. ცუდის შემთხვევაში ლანძღვაში რომ ყველანი მარჯვენი ვართ, ეხლა კარგ საქმეში ვიმარჯვოთ და დედაქალაქის მკვიდრნო არ აგრძნობინოთ გუნდს "უცხო" ატმოსფეროში თამაში, ასეთ დროს დარწმუნებული ვარ არავინ არ ანსხვავებს რომელი ქალაქის კლუბი თამაშობს, აქ უკვე საქართველო თამაშობს და არა მხოლოდ ტორპედო, ჩვენი ბიჭები ქუთაისში მიჩვეული გვყავს მხურვალე გულშემატკივრობას და იმედი მაქვს არც თბილისში მოაკლდებათ ქომაგობა და ქუდზე კაცი მივა სტადიონზე, წესით ყველა ქართული კლუბის ფანკლუბიც უნდა იყოს თავიანთი შემადგენლობებით და ეს იქნება ნამდვილი სისხლის ჩქეფა, ჩვენ ხო მთელ ერს ასე გვწყურია თუნდაც მცირედი წარმატება.
"არ დავწყვეტთ გულს, დღეს ქართველ ერს,
მოგებას გპირდებით ქუთათურებს" :*
ziqenbud
17:12 06-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული