ზაზა ჯანაშია: ხვიჩა კვარაცხელია იური სიომინს დიდი ხანია აინტერესებს

AutoSharing Option
Sport-express.ru-მ ყოფილი ქართველი ფეხბურთელის, ზაზა ჯანაშიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის მოსკოვის "ლოკომოტივის" სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იური პავლიჩს უკვე დიდი ხანია ვესაუბრებით. ის ძალიან დიდი ტალანტია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ახალგაზრდაა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.

- რით გამოირჩევა ის მოედანზე?
- ხვიჩას მოედანზე ყველაფერი შეუძლია გააკეთოს. მისი ძლიერი მხარეებია: თავით თამაში, მას ასევე ძალიან კარგი სისწრაფე აქვს.

ყველაფერი ერთად რომ შევკრიბოთ, კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია.

- ის მხოლოდ
"ლოკომოტივს" აინტერესებს?

- არა, დაინტერესებული ბევრი გუნდია და მისი წაყვანა სურდათ, თუმცა ეს არ გამოვიდა.

- ხვიჩა 17 წლისაა და თუ ის "ლოკომოტივში" გადავიდა, ახალგაზრდულ გუნდში იქნება?
- არა, რატომ?! როდესაც მე "ლოკომოტივში" გადმოვედი, 18 წლის ვიყავი. ასე რომ, მას ძირითად გუნდში თამაში შეუძლია.

- იური პავლიჩი პერსონალურად თუ იყო მის სანახავად ჩამოსული?
- არა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც ამ ბიჭს აკვირდება და კვარაცხელიას შესახებ ყველამ იცის.

- რამდენად რეალურია, რომ ახლო მომავალში ეს ტრანსფერი შედგეს?
- ყველაფერი სიომინსა და ილია გერკუსზეა დამოკიდებული. ვნახოთ, თუ რას მოიფიქრებენ ისინი.

- თავად ფეხბურთელს თუ სურს "ლოკომოტივში" გადმოსვლა?
- რა თქმა უნდა, აქ ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა და კარგი იქნებოდა, მათ რიგს კიდევ ერთი თუ შეემატება.

ახლა "ლოკომოტივში" ქართველი სოლომონ კვირკველიაა და როდესაც იური პავლიჩს ვესაუბრები, ის მეუბნება:

"ორი ქართველი ტალანტი გუნდში ნორმალურია, მაგრამ სამი უკვე ზედმეტია".

- ფიქრობთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონატის შესაცვლელად მზადაა?
- რატომაც არა?! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია.

altsport-express.ru: ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული