"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქემ, "კუკეშმა" განცხადება გაავრცელა და ქართული მხარე პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა.

"ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობები შეგვიქმნა. გუნდი სასტუმრო "რედისონში" დაბანაკდა. მასპინძელმა "ტორპედომ" ჩვენთან არ ითანამშრომლა და მინიმალური ევროპული მოთხოვნები არ შეასრულა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ ვალონ ეტემს, ედის მალიკის და რეჯინალდო ფეიტას ვიზები არ მისცეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი დროულად გადავუგზავნეთ და ქართული მხარე ყველაფრის შესრულებას დაგვპირდა.

ჩვენი მეკარე ფატონ მალოკუ თბილისში 07:00 საათზე ჩავიდა და სპორტულ
დირექტორთან ნდერიმ ნეკსიპისთან ერთად ქალაქში მხოლოდ 11:00 საათზე შეუშვეს.

ქართულ მხარესთან პირველი კონტაქტი სულაც არ იყო მეგობრული. ჩვენი კლუბი დანიშნულების ადგილას არ მიაცილა პოლიციის ეკიპაჟმა. კლუბის პრეზიდენტი საფეტ გჯიჩი გმობს ამგვარ დამოკიდებულებას, რომელიც პრობლემებს უქმნის გუნდს. ეს ფეირ პლეის პრინციპების დარღვევაა და "ტორპედოსთან" ნებისმიერ ურთიერთობას ვწყვეტთ. ჩვენ მათთან ოფიციალურ სადილზეც არ მივალთ და ამის შესახებ უეფას დელეგატსაც ვაცნობეთ.

ჩვენმა კლუბმა "ტორპედოსთან" მეგობრობისთვის მრავალი ღონისძიება შეიმუშავა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო ჩვენს პატივისცემას არ იმსახურებენ. "კუკეშში" თამაშობს ქართველი ირაკლი ძარია, რომელიც სანიმუშო ფეხბურთელია. მას შეუძლია თავის თანამემამულეებს მოუყვეს, თუ როგორი სტუმართმოყვარეები ვართ.

"კუკეში", როგორც ტურნირის მონაწილე თავს უფლებას ვერ მისცემს "ტორპედოსავით" მოიქცეს და უეფას რეგლამენტს არ დაარღვევს. მათი მხრიდან ეს რასიზმის გამოვლინებაა, რომელსაც უეფა გმობს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ამდენი წვალება სტიმულს შეგვძენს და ღირსეულად ვიასპარეზებთ. ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ გუნდთან გვითამაშია, თუმცა მსგავსი პრობლემა არსად არ შეგვქმნია. ყოველივე ამას შესაბამისი ზომების მისაღებად ალბანეთის ხელისუფლებას ვაცნობებთ".

alt"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

მკითხველის კომენტარები / 25 /
პირველ რიგში, ალბანელებს გადაუთარგმნეთ რას ნიშნავს “კუკეში” ქართულად.
Diktator
09 აგვისტო 2018 18:12
1
რატომ მიბლოკავთ კომენტარს BLIAD! უცენზურო არ დამიწერია, რასაც ვფიქრობდი ის დავწერე, დააფასეთ მომხმარებელი !!! ამ კომენტარით ჩემ თავს კი არ ვუკეთებ რეკლამას!!! ეს საიტი მგონია რო არის ქართველი გულშემატკივრების აზრის გამოსახატად , და მე ჩემი აზრი და ჩემი კრიტიკა გამოვხატე, თქვენ კიდე დაბლოკეთ, სინამდვილეში მე კი არ დამბლოკეთ, არამედ თქვენ საკუთარი მომხმარებელი დაბლოკეთ, ესეთი მიდგომით ინტერესს ვერ გააღციძებთ ხალხში ...
Vasili
09 აგვისტო 2018 18:02
0
ვერაფრით ვერ ვხვდები რა შუაშია რასიზმი, რამე არა სწორედ რომ ყოფილიყო პირველი უეფა ჩაერეოდა, აქ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება რაღაც პროვოკაციებზე წავლენ მოედანზეც და მარეც
ალეკო
09 აგვისტო 2018 12:55
1
...ესენი რაც არიან, მთელმა ევროპამ იცის,...
...მაგრამ, ჩვენც კარგი უგვანოები ვართ რაა,...
...რა ვერ დაალაგეს, ვისი საბაზრო გაიხადეს თავი?...
...ხომ უნდა მოახერხო რომ ჯიშით ტრეფიკინგშჩიკმა და ბარიგამ რასიზმში დაგადანაშაულოს,...
zaza tbilisi
09 აგვისტო 2018 10:51
5
ალბანელებს რა უნდათ კი გავიგე, მაგრამ ბოლოს რომ აღმოჩნდეს ჩვენი ბრალი, მაშინ რა??? ეხლა მეტყვით არაპატრიოტი ხარო. გუშინ მე ვერ გავიზიარე ის რომ თურმე ვიღაც კოსოველია და რადგან კოსოვო აღიარებული არ არი, ამიტომ ვიზა არ მიცეს. ეს ტორპედოს ბრალი კი არა, საკონსულოს ბრალია და მაგრად უნდა მიიქინძონ. აქ იყო ჩამოსული კოსოვოს ხელბურთის გუნდი. მათ ხომ მისცეს, თანაც მგონი დაგვიანებით ამ კოსოვოელებისთვისაც მიუციათ. გამოდის ვიღაც სამსახურში ნაცნობობით მოხვედრილი ტიპის უვიცობის გამო ტორპედოს (და ალბათ სხვებსაც) თავი მოგვეჭრა. რატომ? ის ტიპი დაისაჯოს, თანაც ისე რომ გახმაურდეს ეს ამბავი (გვარის გახმაურებას არ ვგულისხმობ).
onopre
09 აგვისტო 2018 10:48
1
მიზეზზე რომ მიდგება საქმე, პირში წყალს იგუბებენ. მანამდე გაჰკივიან, რასიზმიო.რასიზმის მნიშვნელობა იცოდნენ მაინც..
giorgi
09 აგვისტო 2018 10:31
1
მინიმუმ ორი ბურთით უნდა მოვუგოთ მაგ ინტრიგნრბს!
gurami
09 აგვისტო 2018 10:26
1
ეს პროვოკატორები წინასწარ ასეთ ფონს ქმნიან, მოედანზეც იგივეს გააგრძელებენ, აბა ქუთაისელებო მაგრად უნდა დავხვდეთ მაგ ყურბანებს, თქვენი იმედი გვაქვს
ალეკო
09 აგვისტო 2018 10:12
1
რასიზმი არა იხვის ტოლმა! შენს ფეხბურთელს საბუთები თუ არა აქვს წესრიგში კანის ბრალია? თორემ შენც ეტოო და პოგბა მოგყავდა
suleli sulelia
09 აგვისტო 2018 09:28
2
არ დაახვედრო რონალდუ და მესი
41
09 აგვისტო 2018 10:30
8
ცხადია, შეგნებულად აკეთებენ ამას. ფსიქოლოგიურად გვებრძვიან ეს ნაძირალები. ერთი, მოწინააღმდეგე რასისტად და ბინძური მეთოდების მკადრებლად წარმოაჩინონ. მეორე, ასეთი ბრალდებებით ფსიქოლოგიურად მოშალონ და მწყობრიდან გამოიყვანონ. მესამე, თუ ესენი არ გამოუვიდათ და დიდი ანგარიშით წააგეს, თავიანთი წაგება რომ გაამართლონ: ასეთი რაღაცეები მოგვიწყეს და წავაგებდით, აბა რა იქნებოდაო.
ზურა
09 აგვისტო 2018 06:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული