"ტორპედომ" "კუკეშს" პირველი ტაიმი 4:1 მოუგო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ტორპედოსა" და "კუკეშს" შორის 4:1 დასრულდა

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივი
და და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე "ტორპედომ" ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - კუკეში 4:1
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე, გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე, კუხიანიძე, ლაჩნი, მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა, ძარია, ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი


მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი ამბავი ატეხეს - საპასუხო მატჩში ძალიან გაგვიჭირდება, შეიძლება "აბაროტი" აგვიღონ და ნახევარ გუნდს ვიზები არ მისცენ, ამიტომ აქ უნდა ამოვტენოთ, ამათი მათხოვარი ... კიდევ 4 ბურთი გვინდა :))))
Dato
09 აგვისტო 2018 21:58
5
ვიზების არ მიცემის გარეშეც ამოგტენიან
krazana
10 აგვისტო 2018 12:42
0
დაცვა მაგარი ვარდება ჩვენი
დომენტი
09 აგვისტო 2018 21:57
4
ლინკი მაინც დადეთ სად უნდა ვუყურო
giorgi
09 აგვისტო 2018 21:56
7
ახლა ვნახე შენი პოსტი გიო.მეორე საზოგადოებრივზე იყო რეპოტაჟი.ჩანაწერს მაინც ნახავ.ვინც ამდენი დისლაიქი გაუგზავნა,ინფორმაცია მიგეწოდებინათ არ სჯობდა?
სოსო
10 აგვისტო 2018 10:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული