ევროპა ლიგა. III ეტაპი: ქართველებმა რა ჰქმნეს?

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე დღეს ქართველების გუნდებმა იასპარეზეს, თუმცა თავი არავის არ გამოუჩენია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"უფამ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ლუქსემბურგის "პროგრესი". რუსული გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ.

მინსკის "დინამომ", რომელმაც წინა რაუნდში "დუნაისკა სტრედა" გაანადგურა, ამჯერად ნამდვილი სენსაცია მოახდინა - სახლში "ზენიტი" გააბითურა (4:0). ბელარუსულ გუნდში ახლახან გადასული გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო იყო.

"შტურმი" გრაცში მოულოდნელად 0:2 დამარცხდა ლარნაკას აეკ-თან. ავსტრიული გუნდის განაცხადში არ იყო მისი ახალწვეული ოთარ კიტეიშვილი.

"გენტმა" 85-ე წუთზე გატანილი გოლით გასვლაზე 1:0 სძლია "იაგელონიას". გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის"
ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

"ლუცერნი" 0:4 დამარცხდა პირეოსში "ოლიმპიაკოსთან". "ლუცერნის" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა.

"ზორია" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ბრაგას" (1:1). ლუგანსკური გუნდის მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო.

"დუდელანჟმა" ვარშავაში "ლეგიას" 2:1 სძლია. "დუდელანჟის" ჰავბეკი ლევან ყენია სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე სხვა რამეც მაკვირვებს,ფლეშსქორზე შემადგენლობას რო ვათვიერებ ნახარაძე უკრაინული დროშით რატოა დღემდე?
ბაჩი
15:49 10-08-2018
0
მახარაძის სათადარიგოში ყოფნა მეც გამიკვირდა. არადა წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია.
მერაბი
09:26 10-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული