ნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "ტორპედოს" "კუკეშთან" გამარჯვებამ გაორებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი მხრივ, სამბურთიანი ფორით მოგება კარგია, მაგრამ იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ოდნავ უფრო ძლიერი გუნდი ქუთაისელებს ამას არ აპატიებდა და მკაცრად დასჯიდა.

რა თქმა უნდა, ასეთი ფინანსური შესაძლებლობებით ქართული გუნდები ევროტურნირებზე სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ფეხბურთელების ბუნებრივი ნიჭით, რაც გენეტიკური გახლავთ, შეუძლიათ უფრო უკეთ იასპარეზონ. თანაც, გაცილებით უკეთ, მაგრამ ამას კლუბების პატრონთა უფრო სწორი მენეჯმენტი სჭირდება.

ვერ გავიგე, რა უბედურებაა გაგანია შუა სეზონში,
ზედ ევროტურნირების დაწყების წინ გუნდების ლამის სრულად გადახალისება? გუნდის მშენებლობას ხომ დრო სჭირდება, ფეხბურთელებს შეთამაშება, კომბინაციებს დამუშავება და ა.შ. მერე მწვრთნელები ჩივიან, რომ ეს ახალი გუნდია და მისი მშენებლობა ახლაღა იწყება. თქვე დალოცვილებო, დაგეწყოთ ეს პროცესი  სეზონის დასაწყისში და არ აღმოჩნდებოდით ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში.

მაპატიეთ, მაგრამ აქ რაღაც დილეტანტიზმის ნიშნები შეინიშნება და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - თუ თქვენი თავი არ გეცოდებათ, გულშემატკივარს რას ერჩით? ან საკუთარ თავს რატომ ვნებთ და ან საკუთარ ჯიბეს რატომ არ უფრთხილდებით? ფეხბურთი ხომ დიდი ბიზნესია და ლამაზად საქმის კეთებაც შეიძლება და ფულის შოვნაც. თუმცა, ამას შნო უნდა და მარიფათი, ყველაფრის სწორად განსაზღვრა და განხორციელება. ეს "ტორპედოს" კი არა, არამედ საერთოდ, ქართულ ფეხბურთს ეხება, თორემ ქუთაისურმა გუნდმა შემადგენლობაც შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც. თუმცა, სჯობდა სეზონის დაწყებისას გაძლიერებულიყო.

ან ამ ზოგიერთი არაფრის მაქნისი ლეგიონერის ჩამოყვანა რას ჰგავს - ეს სნობიზმია თუ სხვა რამ?.. გასაგებია, კარგი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ოთუს ბირი ღირს, მაგრამ თუ შენი სჯობს სხვისას, რაღა ის გადამთიელი მოგყავს, შენსას მიეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

altლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

ახლა უშუალოდ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ. თამაშიდან თამაშამდე უმატებს "ტორპედო". ეს თვალნათელია და მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. კახა ჩხეტიანს ხელი დაუტყვია გუნდისთვის და უდავოდ ქების ღირსია. გუნდი იბრძვის, თამაშობს ლამაზად, კომბინაციურად, თავსაც უნარიანად იცავს და ბავშვურ შეცდომებსაც უშვებს. უპატიებელ შეცდომებს. ეს ასეთ გუნდს არ ეკადრება. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩხეტიანს ცაიტნოტში უწევს მუშაობა (ოჰ, ისევ ეს ცაიტნოტი!).

მოიგერიეს რა ქუთათურებმა სტუმართა სასტარტო შეტევა, იერიშები მიიტანეს მეტოქის კარზე და ორი ჩინებული გოლი გაიტანეს. გამოჩნდა მოწინააღმდეგესთან მათი უპირატესობა კლასში. ვერაფერს იტყვი, დიდებულად გაისარჯა გიორგი კუხიანიძე, მაგრამ რად გინდა, საპასუხო გოლი გავუშვით და ალბანელთა ლეგიონერი ფორვარდი რეჯინალდო ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელი რომ იყოს, მეორე გოლსაც გაიტანდა და ანგარიშს გაათანაბრებდა. მოკლედ, მთელი ნაშრომი და მოპოვებული უპირატესობა წყალში გადაიყრებოდა.

შემდეგ ისევ კუხიანიძემ ივარგა, ლაზარ მარინს თქვენი მოწონებული პასი გაუკეთა და ანგარიში 3:1 გახდა. ცოტა ხანში კი გიორგი ქიმაძემ ყუმბარისებური, იშვიათი სილამაზის დარტყმით მეოთხედ დაამწუხრა "კუკეში".

მეორე ტაიმში ჩხეტიანმა სტრატეგია შეცვალა და აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა. მისმა ამ სვლამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს არ იყო მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება, არამედ იყო სწორად გათვლილი პრაქტიკული ნაბიჯი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტოქე იძულებული იყო, შეეტია და აი, აქ უნდა დაეჭირა და საბოლოოდ მოეთავებინა მისთვის საქმე "ტორპედოს". მიეცა კიდეც ამის შანსი, მაგრამ მილოშ ლაჩნიმ ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გაარტყა.

სამაგიეროდ, გამოიყენა ლაჩნის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ. ეს მომენტი მას არ შექმნია, მან თავად შექმნა და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისათვის ღირდა ამ თამაშის ყურება. მან დაინახა, რომ ალბანელი მცველები ერთ ხაზზე იდგნენ, ვითარება სწრაფად შეაფასა, გადაწყვეტილება მიიღო, ბურთი წინ გაიგდო, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აი, ესაა ფეხბურთი, აი, ესაა თამაში, აი, ესაა ქართველი ფეხბურთელის ტექნიკური უპირატესობა მეტოქესთან.

Sportall.Ge

და რაც ბოლოს "ტორპედომ" ჩაიდინა, ამას არავითარი გამართლება არა აქვს - საქმე მოთავებულად ჩათვალა და მოეშვა. მერე მსაჯმა "კუკეშს" პენალტი აჩუქა, ბოლოს როინ კვასხვაძემ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ალბანელი თავდამსხმელის ლამაზი მაკრატელა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წიმ ამავე ფორვარდის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და მოკლედ, გადავრჩით.

შეხვედრის ბოლოს თამაში ქუჩის ფეხბურთს დაემსგავსა, ასე ვთქვათ, აიჭრა და კიდევ კარგი, საფინალო სასტვენმაც სულზე მოგვისწრო. საქმისადმი ასეთი მიდგომა არ ეკადრება "ტორპედოს" და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოდნავ უკეთესი გუნდი ამას არ გაპატიებს.

ალბანეთში ჩხეტიანის კრებული სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. დარწმუნებული ვარ, იქ სულ სხვანაირად ითამაშებს და შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შეხვდება. იქამდე კიდევ დროა, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და რაც გუშინ პოზიტიური დაგვანახეს, ეს პროგრესია, კიდევ პერსპექტივა და ტექნიკური, გენეტიკური უპირატესობა (იმედია, ამას გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, რადგან ფაქტია) და ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდათ ახალ ლეგიონერებს გუნდთან შესათამაშებლად, "შერიფთანაც" არ დამარცხდებოდა.

რაც მთავარია, გუნდი შრომობს, თავს არ ზოგავს, ლამაზად თამაშობს, გააზრებულად. ეს უდავოდ დასაფასებელია. იმედია, წუნსაც აღმოფხვრის და წარმატებასაც მიაღწევს. ეს ნიჭიერი ბიჭები და მათი დამრიგებელი ამას იმსახურებენ.


alt5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე


alt"კუკეშის" ფანები "ბარსელონა"-პსჟ-ის შეხვედრას იხსენებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვთ


მკითხველის კომენტარები / 23 /
ავტორს ვეთანხმები ყველაფერში გარდა იმისა რითიც დაიწყო. ყველა ქართული გუნდი ფეხბურთელებს ევროტურნირების წინ იმატებს, რადგან მანამდე რომ დაიმატოს, ამას ფინანსები ჭირდება. ტორპედოს ვფიქრობ კარგი და პოტენციური ლეგიონერები ყავს შერჩეული და ისინი მოუმატებენ. რაც მთავარია მონდომება ეტყობათ. ძალიან მომწონს დაფე, სწრაფი და ტექნიკური ჩანს. წინ ტორპედო! 5 თამაშიდან 4 მოიგეთ, ყოჩაღ. იქნებ მე-5 მოგებითაც გაგვახაროთ, მაგრამ არამც და არამც არ ჩათვალოთ თავი მომდევნო ეტაპზე. ბრძოლაა საჭირო ალბანეთშიც.
dato
12 აგვისტო 2018 00:45
1
პირველ ტაიმში კარგები იყვნენ მარა მეორე ტაიმში დაეწყოთ ფიზიკური მოუმზადებლობა ერთი ტაიმში გუნდი ევროპაზე ვერაფერს გახდება დაცვაზე არავინ ფიქრობდა კიდევ კარგი ალბანელებით სიზუსტე აკლდათ თორემ უფრო სხვანაირი ანგარიშით დამთავრდებოდა მსაჯმა ერთი გოლი აჩუქა ეს რომ ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი არდაინიშნებოდს და რაც შეიძლება მაყურებლების უკმარისობა ქუთაისი ერთი მოღუნული სტადიონი რატომ არ უნდა ჰქონდეს რა გახდა კობიაშვილი პირდებოდა ყველას ათი ახალი სტადიონის და რუსები მაინც მოაწესრიგეთ რომელიც არის თოარა მალე მეზობელ ქვეყანაში მოგიწევთ თამაში
ამირანი
11 აგვისტო 2018 10:52
1
ფიზიკის პრობლემა ყველამ მოაგვარა ქართული გუნდების გარდა
შოკირებული გულშემატკივარი
11 აგვისტო 2018 17:10
0
რაც შეეხება სტადიონს ქუთაისი არის თვითმართველი ქალაქია აქვს უფლება ბიუჯეტიდან გამოყოს თანხა და გაარემონტოს მაინც ტორპედოს სტადიონი ისე რომ აკრედიტაცია გაიაროს.
ეხლა ქუთაისში ახალი სტადიონი რომ აშენდეს მაგას ძალიან დიდი თანხები ჭირდება ამ მშიერ ქვეყანაში აუცილებლად დარჩება ხალხი უკმაყოფილო რა გვესტადიონება ხალხი მშიერი კვდებაო ნუ გოგიასნაირები გამოხტებიან.
არადა ქუთაისს რომ ყავს მილიონერები გაზრდილი ხო უყვართ ფეხბურთი ერთი სტადიონის გაშვანშვალება რა გახდა?დარწმუნებული ვარ ბიძინა რომ იყოს ქუთაისელი უეჭველი ექნებოდა ქუთაისს მაგარი სტადიონი
რუსთავი
11 აგვისტო 2018 07:56
2
აი შედეგი უპასუხისმგებლობისა და სამშობლოს უსიყვარულობასი,რაც ჩვენს მაფიოზ ფედერაციას არაფრად არ მიაჩნია და სულ არ ადარდებს რომ დასავლეთ საქართველოსი ერთი მაგარი საფეხბურთო „40„ ათასიანი სტადიონი რომ არაა, რათა ნაკრებს და დედაქალაქს დაეხმარნონ, და „500„ კმ არ იარონ და უზოგიერთი უფულობის გამო რომ ვერ ჩადის დედაქალაქში. აი ამის გამო და დანაპირების არ შესრულების გამო, რომ ნაკრებმა მსოფლიო ჩააგდო, და ერთი თამაშიც ვერ მოიგო, გადადგნენ მთელი ფედერაცია.
მამლუ
10 აგვისტო 2018 21:54
4
თქვენ 3-0 მოიგეთ ქუთათურებო და ვალდებული ხართ პლეიოფი ითამაშოოთ.წარმატებები და გვერდით გიდგათ მთელი საქართველო,გაგვახარეთ.
guriidan
10 აგვისტო 2018 19:09
1
ძალიან კარგი ანალიზია ტექსტი ცოტა დაულაგებელის შთაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ზოგადად ანალიზი მისაღებია. იკითხება რომ ჟურნალისტს ნამუშევარი აქვს და მეტნაკლებად კარგად აქვს თამაში გარჩეული
ექსპერტი
10 აგვისტო 2018 18:26
1
torpedo iqneba amoatrialeben dorcharivit
777
10 აგვისტო 2018 18:21
19
Mere da shen ra gixaria eg tu egre moxdeba? Da imedi maqvs bichebi bolomde ibrdzoleben da warmatebasac miagweven. Erti gaiget rom visi gulshematkivaric arunda iyo shida chempionatshi saertashoriso turnirebze yvelani saqartvelos warmoadgenen da yvelas ertnairad gulantebulad unda vugulshematkivrot. Me ert kitxva davsvam, ratom itamasha torpedom titqmis cariel stadionze? Sad iyo gulshematkivrebi? Analogiurad sxva gunds rom etamasha qutaisshi darwmunebuli iyavit stadioni savse iqneboda da gulmxurvale gulshematkivreba iqneboda. Gasagebia qartuli pexburti dges sadacaa. Gasagebia rom torpedos bevri susti wertili aqvs da shorsaa evropuli sashualo donis gundebidan. Gasagebia rom dacva chavarda bevrjer, pizikurad ver arian dzlierebi, magram am tamashshi lamazi da tavdadebuli brdzola achvenes bichebma da dapasebac unda. Cota chvenzec visaubrot xolme gulshematkivrebze. Kritika kargia ogond swori da mizanmimartuli momavali progresisaken. Da ara sityvebis raxaruxi. Aseti gulshematkivroba ar eqneboda sxva gunds rom etamasha qutaisshi rogori gushin torpedos Hqonda carieli tribunebi. Madloba yvelas vinc movida da mxari dauchira. Aq saqartvelos girsebas icavs dges es gundi romelic samwuxarod martoa evroturnurebze. Amitom nebismier gunds gulmxurvale unda vugulshematkivrot romelic arunda iyos saertashoriso turnirebze.
,,,,,,,,,,,,
11 აგვისტო 2018 01:44
0
მე ხალხო თქვენთან პოლემიკაში შემოსასვლელად არ დამიწერია კომენტარი,მე გული მწყდება და ვჯავრობ იმას,რომ ვინც გამომეხმაურეთ ვერ ჩაწვდით ჩემი კომენტარის არს და აზრს,ეს ძალიან საწყენია,რას ვიზამთ მე მეტი დაღეჭვა არ შემიძლია,მაგრამ გეტყვით მაინც იმას,რომ სტადიონები საჭიროა,რატომ უნდა თამაშობდეს ტორპედო თბილისში? ამაზე არ გიფიქრიათ?მე გიპასუხებთ,იმიტომ თამაშობენ,რომ ხალხი არის უთავმოყვარეო,ღირსება აყრილი,ამის მოთხოვნის და გაპროტესტების თავიც არ აქვს,რეგიონებს რაღაცას მიუგდებენ და ისინიც კმაყოფილი არიან,ხედავთ მთელი ნახევარი დასავლეთ საქართველო ჭაობში იხრჩობა,ვინაა გამპროტესტებელი ან მშველელი,გამპროტესტებელი არავინაა და მშველელი საიდან იქნება,გესმით ჩემი.რაც შეეხება ნიჭიერებას,კარგი სტადიონები,ბაზები და კარგი პირობები ხელს უწყობს ნიჭიერების შექმნას და გამოვლინებას,დამისახელეთ ქვეყნები,რომლებიც წარმატებას აღწევენ,მაგრამ კარგი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდეთ,არ არსებობს ასეთი ქვეყნები,რაც შეეხება კაპანაძის ნიჭიერებას ღმერთმა ქნას სუპერ ვარსკვლავი გამხდარიყოს,მაგრამ ვნახოთ 2-3 წელიწადში სად იქნებე ეს თქვენი კაპანაძე და რა ნიჭიერიცაა გაიგებთ,ისევე,როგორც ერთ დროს უმტკიცებდით ევროპას თუ როგორი სუპერვარსკვლავები გვეზრდებოდა მჭედლიძის,ყენიას და ანანიძის სახით,სად არიან დღეს ეს სუპერვარსკვლავები,მე რასაკვირველია ეს გარემოება არ მიხარია,მაგრამ მოდი ნიჭიერებაზე ჩვენ ნუ ვილაპარაკებთ,იმიტომ,რომ დროებით გაფაფხურება, სამწუხაროდ ჩვენ ნიჭიერება გვგონია,ბოლო-ბოლო გავიგოთ და შევიგნოთ,რომ ჯერ უნდა გადახტეთ და ჰოპა მერე უნდა დავიძახოთ.
roma
10 აგვისტო 2018 17:22
1
ჩარჩენილხარ ძმაო კომუნისტურ წყობაში და ეგ არი. რას ნიშნავს სტადიონი არ უნდა იყოს? უნდა იყოს, მაგრამ არაფერი რომ არ გაგიკეთებია ცხოვრებაში, ძლივს ალბანეთის სოფლის გუნდს მოუგე და უცებ 40 ათასიანი სტადიონი მოგინდა, ეგრე არ არი. წესით თბილისშიც არ უნდა იყოს, უბრალოდ კომუნისტობის დროს აშენდა, თორე ეხლა ვის რად უნდა სტადიონი სადაც კაცი არ მივა. როცა ბილეთში 4 ლარს არ გადაიხდი, რად გინდა სტადიონი? ეხლა მეტყვი 4 ლარი თბილისლებს დაენანათო. სავსეა თბილისი ქუთაისლებით და ტორპედოს ქომაგებით, ამას დაუმატე ფეხბურთის მოყვარულები, რომელიც ტორპედოს კი არა, ოღონდ ქართველი თამაშობდეს და სპარტაკს უქომაგებენ. მაგრამ 4 ლარი არ გადაიხადეს. იმიტომ რომ არ ელოდნენ მოგებას, იმიტომ რომ გული გასკდა სვარკის ყურებით. მე პირადად ას გრამს ვსვამ თამაშის წინ, რომ ძალიან არ ვინერვიულო. იმიტომ რომ ბავშვობიდან ასწავლიან პაიჭაძის დროინდელ ფეხბურთს და როცა დავინახე ტორპედოს პასები, მეგონა სხვა არხზე ვუყურებდი უცხოელების თამაშს და კიდევ მრავალი. მთავარია როცა საქართველოში ბავშვებიც კი ვერ თამაშობენ ფეხბურთს, სტადიონი არ უნდა ააშენო. იმ 40 მილიონით ჯობია 400 ბალახის მოედანი გააკეთო და 4000 ბავშვი ავარჯიშო. 40 უცხოელი ტრეინერი ჩამოიყვანო, იქნება 10 წლის მერე მაინც გეშველოს.
რაშიც გეთანხმები, გეთანხმები. მაგარი სისულელეა ის რომ თუმე ქართველები ტალანტები არიან და სხვები არა და თურმე გენებში გვაქვს ეს და სხვა ერებს არა.
ho
11 აგვისტო 2018 16:47
0
იქ ასეთი თამაშით ფონს ვერ გავალთ.ძალიან უნდა იბრძოლონ ბიჭებმა,რომ სამი გოლი არ გაუშვან.იმედია ფიზიკაში მოუმატებენ.პრესკონფერენციაზე იმათი მწვრთნელი ხუმრობდა კიდეც დიდი ანგარიშით მოვიგებთო.ყოველ შემთხვევაში ჩანს იმედიანადაა.
ჯ.ჩ.
10 აგვისტო 2018 17:03
2
ქუთაისის წარმატება მახარებს, მაგრამ წაიკითხეთ იმათი მწვრთნელის ინტერვიუ მიზეზებზე: 1) მარჯვენა მცველი არ ჩავიდა ვიზის პრობლემის გამო, იქ გადაიყვანა ცენტრალური მცველი. აქედან სამი გოლი გავიდა. 2. ის მოზამბიკელი მხოლოდ იმ დილას ჩავიდა. 3. გარდა ამისა დისკვალიფიცირებული იყო იმათი მცველი.
მე კი არ ვამბობ ის აუცილებლად მართალია, უბრალოდ ჩხეტიანმა გაითვალისწინოს. მე ვამბობ იქ უფრო მაგრა გვეთამაშებიან. იქ ისინი გაითვალისწინებენ, რომ ჩვენი დაცვა დირკაა, რომ ნახევარდაცვა აგვიანებს უკან დახმარებას, რომ ჩვენები ადვილად ჯარიმდებიან ჩვენ ნახევარზე, ხოლო შემდეგ სტანდარტულზე უჭირთ ორიენტაცია და სხვა. ისინი ადვილად იღებენ ბურთს, ჩვენები ვერ შეძლებენ პრესინგს, იმიტომ რომ ფიზიკურად სუსტები არიან, თამაშის ბოლოს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით. ამასაც გაითვალისწინებენ და შეიძლება თუ თამაშის მსვლელობისას სამი ბურთი ვერ ამოქაჩეს, მთავარი აქცენტი ბოლო 10 წუთზე გააკეთონ. ისე პროგრესია, შარსშან ბოლო 20 წუთში ვიდექით უმოძრაოდ.
პ.ს. ნუ გწყინთ, ჩვენ ყველას გვინდა რომ ქუთაისი გავიდეს.
ჰაჰა
10 აგვისტო 2018 15:52
5
ტორპედოს მაგრად გაუმართლა წილისყრაში მაგრამ ნუ აკნინებთ ბიჭების მონდომებას ალბანეთში ხომ ეყოლებათ ყველა ფეხბურთელი და ვნახოთ რას იზამენ აქ რომ ბლატაობენ
912
10 აგვისტო 2018 17:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული