"კუკეში" "ტორპედოსთან" მატჩის წინ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ალბანურმა "კუკეშმა", რომელიც ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქეა, ორი ფეხბურთელის, მაკედონიელი არდიან კუკულისა და გვინეელი ომარ ტურეს დამატების შესახებ განაცხადა.

ამ ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით საინტერესო 19 წლის ნახევარმცველის, ტურეს ბიოგრაფიაა, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" ირიცხება და "კუკეშშიც" სწორედ "ბებერი ქალბატონიდან" იჯარის წესით გადავიდა.

მას უთამაშია "იუვენტუსის" 19-წლამდელთა და "ინტერის" 17-წლამდელთა რიგებში. ბოლოს კი განათხოვრებული ავსტრიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ "ვატენსში" გახლდათ.

რაც შეეხება კუკულის, 31 წლის მცველს, რომელიც "კუკეშში" ასევე იჯარით გადავიდა, კარიერის დიდი ნაწილი მაკედონიის "შკენდიაში" აქვს გატარებული.

მას ასევე უთამაშია ალბანეთის
"პარტიზანში", მაკედონიურ "მილანოსა" და ასევე მაკედონიურ "პობედაში".

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი "კუკეშსა" და "ტორპედოს" შორის 16 აგვისტოს, ელბასანის 12 342-იან სტადიონზე ჩატარდება და ის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთში ივარჯიშა

alt"კუკეშის" ფანები "ბარსელონა"-პსჟ-ის შეხვედრას იხსენებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვთ

alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

ასევე დაგაინტერესებთ