დიდი ტრაგედია: ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუსთავის" ყოფილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.

შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნუკრი რევიშვილის შვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვიზიარებ! ღმერთმა გაანათლოს პატარა, საყვარელი გოგონას სული. გამაგრდით!
ლკ1915
16 აგვისტო 2018 23:29
0
დზალიან მეცკინა, ვიზიარებ
gaza
16 აგვისტო 2018 18:43
0
უზომოდ მეწყინა, ნატელი და სანტელი მის სულს, ნუკრის და მის ოჯახს გამზლეობას და სიმხნევეს ვუსურვებ
ave
16 აგვისტო 2018 15:34
0
როგორ მეწყინა.უფალმა გააძლიეროს ნუკრი და მისი მეუღლე.არცერთ მშობელს არ ენახოს შვილის გარდაცვალება
ბაჩი
16 აგვისტო 2018 14:33
0
ვუთანაგრძნობ ნუკრის ამ დიდ ტრაგედიას, ღმერთმა გამძლეობა და სულის სიმტკიცე მისცეს, მართლა კარგი ადამიანია! სიტყვები არ მყოფნის, მსგავს რამეს მტერსაც ვერ უსურვწბს ადამიანი!!! ღმერთმა გაგაძლიეროს და გადაგატანინოს ძმაო!!!
nikolozi
16 აგვისტო 2018 13:48
0
თანავუგრძნობ ნუკრის და მის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიის გამო. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს პატარას.
გიზოგ
16 აგვისტო 2018 13:21
0
რა საშინელებაა ცრემლებს ვერ ვიკავებ შვილზე ტკბილი და საყვარელი არაფერი არ არსებობს. უფალმა გააძლიეროს ანგელოზის ოჯახი, ანგელოზად მოევლინა ამ ქვეყანას და ანგელოზად გაფრინდა
ზიზუ
16 აგვისტო 2018 13:08
0
საშინელებაა საღ სალამათი ბავშვი რამე ავადმყოფობა რომ ყოფილიყო კიდე ხო მტერსაც არ ვუსურვებ.
dato
16 აგვისტო 2018 12:25
0
დენს დაურტყამს, საშინელებაა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.
ირაკლი
16 აგვისტო 2018 12:17
0
ვწუხვარ ძმაო,ვიზიარებ, ღმერთმა გაძლება მოგცეს ნუკრი
ლაშა
16 აგვისტო 2018 12:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული