თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.
"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
შემდეგ კი რეჯინალდო ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.
შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.
აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
როინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]
ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)
კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი
ასევე დინამო რა შუაში იყო კომენტარებში არ ვიცი ბავშვები წერენ ალბათ ესეთ რამეებს. მთელი ქვეყანა ვგულშემატკივრობთ ტორპედოს და სტატია აშკარად არ ვარგა. უარესს დავწერდი მაგრამ ცენზურას ვერ გაივლის. სამარცხვინოა ესეთი სტატიები ნამდვილად. გუნდს 2 სუფთა ბურთი არ ჩაუთვალეს და ორი პენალი მოუგონეს ანუ კიდევ მოუგო რეალურად ტორპედომ, მსაჯობაც გასაჩივრებულია. გამოხტა ეს მართლა ვაი ჟურნალისტი და წერს რაღაცეებს. ჩვენც ვიცით ტორპედო რო ბარსა არაა, ისიც ვიცით რო თუნდაც საშუალო ევროპულ კლუბზე გაცილებით სუსტია, მაგრამ ამ შრომას რაც ამ თამაშებში ჩადეს დაფასება უნდა და არა ესეთი ღვარძლი. ან რედაქტორი არ გყავთ ან რა ვიცი ცენზორი კაკ რაზ მანდ გჭირდებათ ესეთი "სტატიები" რო არ დაიდოს
რაც შეეხება თამაშს, შეფასება შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ეპიზოდად:
1. ტორპედო- გუნდის მიმართ სასაყვედურო არაფერი ითქმის. იმ დონიდან გამომდინარე რა დონეზედაც დღეს ვიმყოფებით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ითამაშა მაქსიმალურად სუფთად(!), შეძლო 2 გოლის გატანა და რასაც ქვია თავი დადო იმ შედეგის მისაღწევად რაც სჭირდებოდა. ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ გუნდმა ითამაშა სტრესულ გარემოში, აშკარად მიკერძოებული მსაჯობით.
2. ჩხეტიანი - ტორპედო რომ გამოვარდნილიყო, აშკარად იქნებოდა მისი უნიათობის ბრალი. ასეთი დაცვითი ტაქტიკით შესაძლოა თამაშობდე შენზე ბევრად ძლიერ გუნდთან მაგრამ არანაირად კუკეშთან! მოწინააღმდეგეს გასატანი ჰქონდა 3 გოლი, სჭირდებოდა აშკარად დიდი ძალებით შეტევა და ამ დროს ასეთი ღრმა დაცვითი ტაქტიკა ძალიან გადაჭარბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა თამაშში აშკარად გამოჩნდა ტორპედოს უპირატესობა ფლანგებიდან, წუხელ ამის გამოყენაბა მწვრთნელს არც უცდია. ცენტრი დათმობილი ჰქონდა მეტოქეს. კუკეშმა იგრძნო, რომ ტორპედო საერთოდ არ აპირებდა შეტევას და სადღაც მე-20 წუთიდან მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე. ამ ტაქტიკამ ძალიან დააბნია გუნდი. წინ შეტევის განვითარების შესაძლებლობა ტაქტიკიდან გამომდინარე არ იყო, ბურთის მიღების შემდეგ ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რა ექნათ, სად წაეღოთ ბურთი. ამიტომ ტრიალებდნენ ერთ ადგილზე და ათამაშებდნენ სამკუთხედებს, უბრუნებდნენ მეკარეს... ეს ყველაფერი კი აისახა ტექნიკურ წუნში. დაიკარგა ბევრი ბურთი, გაკეთდა ბევრი სახიფათო პასი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან... საერთოდ აღიარებული ფაქტია ის, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს უფრო მაღალი კლასი სჭირდება, ვიდრე შეტევის განვითარებას. თვალში საცემი ფაქტი იყო ისიც, რომ უკვე 2:0-ზე გუნდს არ აღმოაჩნდა სათადარიგო გეგმა. თუ რა უნდა ექნა და როგორ გადაწყობილიყო ასეთი ანგარიშის შემთხვევაში. მწვრთნელმა ვერანაირი კორექტივი ვერ შეიტანა თამაშის მიმდინარეობაში და ძალიან გაგვიმართლა, რომ მესამე ბურთი არ მივიღეთ. აქედან გამომდინარე მე პირადად ვთვლი, რომ აშკარად შეცდომა იყო ასეთ გუნდთან და ასეთ პირობებში ზედმეტად დაცვითი ფეხბურთის თამაში.
3. მსაჯი - საერთოდ ცალკე თემაა. მსაჯობა იყო აშკარად მიკერძოებული და არაობიექტური. 2 არჩათვლილი გოლი, 2 დანიშნული პენალი. როგორც ადრე იტყოდნენ - სუდია ნა გარშოკ!... ვინც უყურა თამაშს ალბათ დამეთანხმება, რომ მინიმუმ 1 გოლი ჩასათვლელი იყო და მინიმუმ 1 პენალი არდასადები. პირველი პენალი დაიდო საერთოდ შეხების გარეშე, ისევე როგორც თბილისურ მატჩში. ისე გამოდის, რომ გუნდს 5 გოლი რომ არ გაეტანა თბილისში, მარტო ასეთი მოგონილი პენლებით გავარდებოდა. და კუკეშის პლეი-ოფში გასვლის შემოქმედი იქნებოდა არა არმანდო ცუნგუ, არამედ მსაჯი. ამ ყველაფერს კი უფრო ღრმა ფესვები აქვს. როდესაც მსაჯები ასე უტიფრად არ გითვლიან გოლს და ასე ცინიკურად გინიშნავენ არარსებულ პენალს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი საფეხბურთო სამყაროში ძალიან დაბალ დონეზეა. ჩვენ ვართ ფიფას რეიტინგში 94 ადგილზე მყოფი ქვეყანა, ჩვენი კლუბები 150-ეულს მიღმა არიან საკლუბო რეიტინგში. გუშინდელმა თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენ მსაჯებისათვის გადაწყვეტილების მიღების მომენტში არაფერს წარმოვადგენთ. მსაჯები მეტად სწყალობდნენ ძლიერებს, ეს მუდამ ასე იყო. მაგრამ კუკეშის დონის გუნდებთან ასეთი მიდგომა უკვე ძალიან საგანგაშოა. ალბანეთის ნაკრებმა ითამაშა წინა ევროპის ჩემპიონატზე და ეს აშკარად დაეტყო მის მიმართ მიდგომასა და მდგომარეობას სერთაშორისო მასშტაბით. სწორედ ეს გამოჩნდა გუშინ. ეს არ არის მხოლოდ ტორპედოს პრობლემა, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის პრესტიჟის თემაა. ამ მიდგომის შეცვლაზე პირველ რიგში ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იზრუნოს და კლუბებმაც უნდა აუბან მხარი. თორემ ძალიან მალე აუტს და კუთხურს პენლით შეგვიცვლიან ხოლმე...