"ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ჩემი საფეხბურთო კარიერიდან 15 წლის წინ, 2003 წლის 27 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. სწორედ ამ გოლის წყალობით მოვხვდით", - წერს არველაძე.
შოთას საუბარი "კოპენჰაგენის" კარში გატანილ ბურთზე აქვს. "რეინჯერსმა" დანიურ კლუბთან საკუთარ მოედანზე ფრედ, 1:1 ითამაშა, გასვლაზე კი ჩვენებურის გოლით 2:1 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ არველაძე გლაზგოური გუნდის ღირსებას 2001-05 წლებში იცავდა.
მთლიანობაში, ყველა ტურნირზე ერთად, მან "რეინჯერის" ფორმა 132 შეხვედრაში მოირგო და 57 გოლი შეაგდო.
შოთა არველაძე: "ფახთაქორში" ალიშერ უსმანოვის წყალობით პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა