კახა ჩხეტიანი: ფეხბურთელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
დღეს, ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთში "ლუდოგორეცთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად ჩაფრინდა, მისმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

"გუნდში კარგი განწყობაა, ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გუნდისათვის, თითოეული ქართველისათვის და ბიჭები მოედანზე საბრძოლო განწყობით გავლენ.

ფეხბურთელები ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, გიგაურია ტრავმირებული, ის საქართველოში დარჩა. დანარჩენები ყველანი მწყობრში არიან და ჩვეულ რიტმში ემზადებიან მატჩისათვის".

altკახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

ასევე დაგაინტერესებთ