"არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო" - გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კამპანიას "ძლიერები არ ძალადობენ" შეუერთდა.

სოციალურ ქსელში მისი ვიდეომიმართვა ვრცელდება.

"ვუერთდები კამპანიას "ძლიერები არ ძალადობენ"!  ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული, არასდროს დასცინო, არასდროს დაჩაგრო, არასდროს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, რას იგრძნობდი მის ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი, ჩვენ ეს შეგვიძლია" - ამბობს კაშია ვიდეოში.

ვიდეო სოციალური კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" FACEBOOK-გვერდზე გავრცელდა.

გურამ კაშიას გარდა კამპანიას სხვა ქართველი სპორტსმენებიც უერთდებიან: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა
ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი.

ქართველი სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა აჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებს ჩაუტარებენ და საკუთარი გამოცდილების შესახებ მოუყვებიან.

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altგურამ კაშია: ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარმა თბილად მიმიღო

მკითხველის კომენტარები / 4 /
შედეგებიდან როგორც ჩანს სან-ხოსე გუნდი კი არა მაგარი ბანდაა!!!!!
გიგა
17:33 20-09-2018
0
საქმეს მიხედე გურამ, საქმეს.....
გიგა
17:32 20-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული