"არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო" - გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კამპანიას "ძლიერები არ ძალადობენ" შეუერთდა.

სოციალურ ქსელში მისი ვიდეომიმართვა ვრცელდება.

"ვუერთდები კამპანიას "ძლიერები არ ძალადობენ"!  ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული, არასდროს დასცინო, არასდროს დაჩაგრო, არასდროს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, რას იგრძნობდი მის ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი, ჩვენ ეს შეგვიძლია" - ამბობს კაშია ვიდეოში.

ვიდეო სოციალური კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" FACEBOOK-გვერდზე გავრცელდა.

გურამ კაშიას გარდა კამპანიას სხვა ქართველი სპორტსმენებიც უერთდებიან: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა
ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი.

ქართველი სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა აჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებს ჩაუტარებენ და საკუთარი გამოცდილების შესახებ მოუყვებიან.

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altგურამ კაშია: ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარმა თბილად მიმიღო

მკითხველის კომენტარები / 4 /
შედეგებიდან როგორც ჩანს სან-ხოსე გუნდი კი არა მაგარი ბანდაა!!!!!
გიგა
20 სექტემბერი 2018 17:33
0
საქმეს მიხედე გურამ, საქმეს.....
გიგა
20 სექტემბერი 2018 17:32
0
გურამ,ამისათვის დიდი ლაიქი,პირდაპირ აქედან რომ დაგეწყო შენი აგიტაციური მუშაობა,არ სჯობდა?მაგრამ ლგპტ პროპაგანდისათვის ბოდიშის მოხდის გარეშე,მაინც არაფერი გამოვა.ძალიან მაგრად შეგეშალა.ჩემთვის არა,მომავალი თაობისათვის ვითხოვ ამ ბოდიშს.
სოსო
20 სექტემბერი 2018 10:22
2
ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!
llcl
19 სექტემბერი 2018 15:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული