ფოთის "კოლხეთი" ჩერნიგოვში "დესნას" წაესპარინგება

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, უკრაინაში შეკრებაზე მყოფი ფოთის "კოლხეთი" პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ჩერნიგოვში, სადაც მისი მეტოქე იქაური "დესნა" იქნება - იუწყება კლუბის საიტი.

პუშჩა-ვოდიცადან, სადაც ჩვენი გუნდი იმყოფება, ქალაქი ჩერნიგოვი 153 კმ-ით არის დაშორებული. ეს გუნდები შარშანწინ ასევე ამხანაგურად შეხვდნენ ერთმანეთს ურეკში და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თავი ჩვენი გუნდიდან გურამ გურეშიძემ გამოიჩინა.

"დესნა" საკუთარი მოედნის თამაშებს იური გაგარინის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 12 600 მაყურებელს იტევს.

"დესნა" 11 ტურის შემდეგ 13 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული