ფოთის "კოლხეთმა" უკრაინაში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გუშინ ფოთელები ჩერნიგოვის "დესანასთან" 0:4-ზე განადგურდნენ, დღეს კი დონეცკის "ოლიმპიკს" 1:0 სძლიეს.
გოლი პირველ ტაიმში ლუკა იმნაძემ გაიტანა.
კოლხეთი: კნიგა, მთივლიშვილი, აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი, ძაძამია, ტყემალაძე, ჭეჭელაშვილი, კაკულია, აშორტია, იმნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მიქავა, მჭედლიშვილი, მახარაძე, კოკაია, ფენდერავა და შალიკაშვილი.
შემდეგ სპარინგს "კოლხეთი" 17 ოქტომბერს ჩაატარებს.