U12. თბილისის "დინამო" ატეიტის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე თბილისის "დინამომ" ნახევარფინალური შეხვედრა ნორვეგიის "ოსლოსთან" გამართა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა მეტოქე.

კახა გოგოლაძის შეგირდებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და სათამაშო უპირატესობაც არ გაუშვიათ ხელიდან. გოლები გრიგალავამ, შაშიაშვილმა და საჯაიამ გაიტანეს.

თბილისელები დღეს, 21 ოქტომბერს ტიტულისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში კიევის "დინამოს" შეხვდებიან, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ პატარა "დინამოელებმა" ფინალამდე ინგლისური "ბათი" 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ "ალბერთს" 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ "ჰიკს" და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ "დინამოს".

მომზადებულია Fcdinamo.ge-ის მიხედვით.