"სკოლის ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, რადგან იქ "კაი ბიჭები" იდგნენ - გურამ კაშია მოსწავლეებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის - "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში, თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა.

გურამმა მოსწავლეებთან საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვობაში თვითონაც ყოფილა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემის სხვასთან გაზიარებაა.

"როცა მე სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი არ იყო პოპულარული. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. სკოლაშიც უფრო კრიმინალური მენტალიტეტი აინტერესებდათ. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის თქვენში, ბავშვებში.

სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის
მეშინოდა. მეგობრები არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი და ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ და მეუბნებოდნენ: "ხურდა მომე, ბიჭო" და მართლა მეშინოდა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ეს სიტყვა - ბულინგიც არ ვიცოდი. სახლში მეუბნებოდნენ, არავინ დაგჩაგროს, არ იტიროო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად საავადმყოფოში. არ არის სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს.

მინდოდა, არ შემერცხვინა ჩემი ძმაც. ფულს რომ წამართმევდნენ, მეგონა, ჩემს ძმას ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი. არადა, პირიქითაა, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა. ვიღაცას უნდა გაუზიარო, თუ რამის გეშინია, თუნდაც ჩაგვრა არ იყოს. აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახო, ვისაც ენდობი. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, მასწავლებელი, დირექტორი, შეიძლება ვიყო მეც. შეგიძლიათ "ინსტაგრამზე" მომმართოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ. მე აუცილებლად მოგისმენთ", - უთხრა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებს.

შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ "ლოკომოტივის" მოთამაშეებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.


alt"არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო" - გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ გჩაგრავდნენ გურამ ეს მუტრუკები:) ისე მართლა რა ბავშვობა გვაქვს გავლილი უმრავლესობას, ვხოცავდით ერთმანეთს.... ნაწილი შემთხვევით გადარჩენილი თაობა ვართ. ეს კარგად უნდა ავუხსნათ შვილებს.
0
ბრიტანულ-ქართული აკადემიის ნაცვლად ჯობია სჯარო სკოლაში მისულიყავი გურამ. მანდ ისედაც ბევრი იციან ბულინგის შესახბ
ბულინგი
12:17 07-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული