გურამმა მოსწავლეებთან საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვობაში თვითონაც ყოფილა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემის სხვასთან გაზიარებაა.
"როცა მე სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი არ იყო პოპულარული. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. სკოლაშიც უფრო კრიმინალური მენტალიტეტი აინტერესებდათ. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის თქვენში, ბავშვებში.
სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის
მინდოდა, არ შემერცხვინა ჩემი ძმაც. ფულს რომ წამართმევდნენ, მეგონა, ჩემს ძმას ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი. არადა, პირიქითაა, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა. ვიღაცას უნდა გაუზიარო, თუ რამის გეშინია, თუნდაც ჩაგვრა არ იყოს. აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახო, ვისაც ენდობი. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, მასწავლებელი, დირექტორი, შეიძლება ვიყო მეც. შეგიძლიათ "ინსტაგრამზე" მომმართოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ. მე აუცილებლად მოგისმენთ", - უთხრა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებს.
შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ "ლოკომოტივის" მოთამაშეებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.
"არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო" - გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიას უერთდება [VIDEO]