საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან თითო გოლი ირაკლი თოდუასა და თალესის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს, 19:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ოლიმპიური სასახლე, თბილისი
საქართველო 3:2 უნგრეთი
გოლები: 1:0 ტატაი (ს.კ), 1:1 ტატაი, 1:2 დროტი, 2:2 თოდუა,
3:2 თალესი
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ლევან ვარამიშვილი, ზვიად ბლიაძე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკუა, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

უნგრეთი: ალაშტიჩი, კლაჩაკი, შიშკა, კომარომი, ტატაი

სათადარიგო შემადგენლობა: ვარშნი, რიჩარდი, ნაგი, ტარი, რაბლი, ვაში, დროტი, ბორომისა, ტამაში

მთავარი მწვრთნელი: იოზეფ ტურზო



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით