გურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვეს

AutoSharing Option
პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:

• ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
• თემურ ჩხეიძე - რეჟისორი,
• ზურა კიკნაძე - მეცნიერი,
• გელა კანდელაკი - რეჟისორი,
• მანანა მენაბდე - მუსიკოსი,
• ლევან ჭოღოშვილი
- მხატვარი,
• ქეთი ხუციშვილი - ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი,
• სვენდ ვოგე - მუსიკათმცოდნე,
• გურამ კაშია - ფეხბურთელი.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მიღებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სასამართლო ხელისუფლების, ომბუდსმენის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის, ეროვნული პრემიის, შეწყალების კომისიის, საპატრიარქოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, სავაჭრო პალატის, აუდიტის სამსახურის, ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

მომზადებულია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდის მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
იტირე,გურამ, იტირე.
4
უგუნური კაცის შესაბამისი გადაწყვეტილებაა და მეტი არაფერი. სხვა კომენტარს აზრი არა აქვს. შრომა ვარჯიში და პროფესიონალიზმი დასაფასებელია, მაგრამ ის, რა მიზეზითაც კაშია დააჯილდოვეს, სხვა ფეხბურთელსაც ეკუთვნოდა, არაფერს ვამბობ ჩვენს სპორტსმენებზე. მიზეზი სამკლაურია ნამდვილად და მეტი არაფერი. ჰუმანურობაზე თუა ლაპარაკი, აგერ კანკავამ კაცი სიკვდილისგან იხსნა და არც კი გახსენებია არავის
)))))
14:42 11-12-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული