სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი თბილისში ზამთრის თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ინფორმაციით, თბილისში ზამთრის თასზე სათამაშოდ წარსულში იტალიის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" მცველი მარკო მატერაცი ჩამოვა.

სფფ-მ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში კონკურსი შესთავაზა, სადაც ის ცნობილი ფეხბურთელი უნდა გამოეცნოთ, რომელიც 2019 წლის ზამთრის თასზე ითამაშებს.

კონკურსი დასრულდა, ხოლო სწორი პასუხი მარკო მატერაცი აღმოჩნდა. შესაბამისად, სკანდალურად ცნობილი იტალიელი თბილისში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მარკო მატერაციმ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, მილანის "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ხოლო 2006 წელს იტალი
ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ფინალურ შეხვედრაში მოხდა ის სკანდალური მომენტი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ და ალბათ, კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ.

ფინალურ მატჩში თამაშის დროს მატერაციმ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს და საპასუხოდ ფრანგმა მას თავი მკერდში ჩაარტყა, რის შემდეგაც ის წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს.

როგორც ხედავთ, ზამთრის თასი 2019 საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელებს გვთავაზობს. მატერაცის გარდა, ზამთრის თასზე, ლეგენდების მატჩში ნუნუ გომეშიც იასპარეზებს.