იუშკა - მსაჯი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და "ზარიასთან" ნამატჩევს თბილისიდან ძლივს გააპარეს, თავს იმართლებს

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს გველის ნაკბენივით ახსოვს ლიტველი რომუალდას იუშკას 1977 წელს თბილისში "დინამოსა" და "ზარიას" მატჩში მიკერძოებული მსაჯობა. "დინამო" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო. ამ შეხვედრაშიც არბიტრმა უკადრებელი იკადრა:

გაგანია ზაფხული იყო, სტადიონი როგორც ყოველთვის პირთამდე გაივსო და მაყურებელი აღშფოთებული იყო მსაჯობით. დაიწყო სკანდირება:"სუდია პედარ...". საერთოდ, "დინამოზე" მაყურებელთა ზეწოლის გამო არაობიექტურად მსაჯობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამ არბიტრმა კი წნეხს გაუძლო.

მან "ვერ შენიშნა" ვოროვშილოვგრადელთა (მაშინ ლუგანსკს ვოროვშილოვგრადი ერქვა) უხეშობა, ორჯერ ხელით
თამაშისთვის არ დანიშნა მათ კარში პენალტი, არ დადო მათ კარში თერთმეტმეტრიანი შეხვედრის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელის მოცელვისათვის, რადგან საფინალო სასტვენი 2 წუთით ადრე მისცა. ამ დროს მოედანზე ერთი ახალგაზრდა გადახტა, რომელსაც მილიციელებმა ცემა დაუწყეს. ვეღარ მოითმინა ხალხმა, მოედანზე გადავიდა, მილიციელები მაგრად გალახეს, ხოლო იუშკა სტადიონიდან და თბილისიდან ძლივს გააპარეს.

მას შემდეგ 42 წელი გავიდა და 77 წელს მოყრილმა იუშკამ უკრაინული football.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრაც გაიხსენა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი სკანდალი 1977 წელს მოხდა.
- დიახ, ეს საშინელება იყო. ათასი ვერსია გავრცელდა, მაგრამ მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით. მატჩის დასასრულს საფინალო სასტვენი მივეცი, ამ დროს კი რევაზ ჩელებაძე საჯარიმოში წაიქცა.

- პირადი ინიციატივით?
- "ზარიას" მცველ ჟურავლიოვთან კონტაქტისას წაიქცა და ყველანი პენალტს ითხოვდნენ. მოედანზე გულშემატკივარი შემოვარდა. მას პოლიციელები თმაში წვდნენ და წააქციეს.

- ამას სხვა ქომაგების რეაქცია მოჰყვა, რომელთაც თქვენთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. საქმეში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია.
- მსაჯთა ბრიგადა გასახდელში გადაგვმალეს. შევარდნაძე ხალხთან ჩავიდა და მეგაფონით დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამანაც არ უშველა.

- დილის 4 საათამდე გაგრძელდა არეულობა.
- მთლად მასე არ იყო. მილიციამ სტადიონიდან გაგვიყვანა და ქუთაისიდან დავტოვეთ საქართველო.

- ეს ამბავი ლეონიდ ბრეჟნევამდე მივიდა?
- დიდი ვნებათაღელვა იყო. ძალიან დამეხმარა ჟურნალისტი ვლადიმირ პერეტურინი. ვიდეოზე ნათლად ჩანდა, რომ საფინალო სასტვენი ჩელებაძის დაცემამდე მივეცი. ქართველები თავისას ამტკიცებდნენ, ვიდეო ისე დაამონტაჟეს, რომ არაფერი არ ჩანდა.

ის შეხვედრა 0:0 დასრულდა, მატჩი არ გადათამაშდა, იუშკას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
77-ში დინამო უფრო უკეთეს ფეხბურთსაც კი თამაშობდა ვიდრე საჩემპიონო 78-ში.გუნდი ახალგაზრდული იყო და ბიჭები დაფრინავდნენ,თუმცა მსაჯების დახმარებით უამრავი მძიმე ტრავმა მიიღეს,რაღაც პერიოდი იმდენი ხალხი გვყავდა ერთდროულად დამტვრეული,რომ მწვრთნელი იძულებული გახდა ნახევარდაცვიდან დაცვაში დაეწია ალექსანდრე ჩივაძე და გოჩა მაჩაიძე,სულ სამი თამაში ჩაატარა და აქამდე დაგვამახსოვრა თავი ილია რუხაძემ,შემდეგ მასაც ფეხი მოსტეხეს.სეზონის ბოლოს უბნის ბიჭებმა ვიანგარიშეთ და სეზონში მსაჯებმა 11 ქულა წაგვართვეს.თან მაშინ გამარჯვებაზე 2 ქულა იწერებოდა.სეზონის ბოლომდე 2თუ 3 თამაში რჩებოდა და დინამო, მოსკოვში ტორპედოს ხვდებოდა.ტორპედომ მთელი თამაში მჭიდრო პრესინგი გვეთამაშა,თავს იკლავდნენ და 3-0 დაწინაურდნენ კიდეც,მაგრამ ბოლო15 წუთში უკვე არაქათი გამოეცალათ და დადგა მსაჯების გმირობის დრო.ორი გოლი გავქვითეთ,ჯიდევ სამი ნაღდი არ ჩაგვითვალა და 2 ნაღდი პენალტი არ დადო თუ ორი გოლი და სამი პენალტი,ზუსტად აღარ მახსოვს,მაგრამ 3-2 წაგვაგებინეს და ჩემპიონობის შანსი დავკარგეთ.
78-ში ბიჭები უფრო გამოცდილები იყვნენ,ემოციებს აღარ ჰყვებოდნენ და ჩვენი გამჩერებელი, უკვე აღარავინ იყო.ჩემპიონები გავხდით.79 ში თასი ავიღეთ,სპარტაკიადაზე მეორე ადგილზე გავედით,ჩემპიონთა თასზე ლივერპული(წინა წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი)გამოვაგდეთ და ჰამბურგთან დავმარცხდით.ისე გამოვიდა,რომ დინამოს სპარტაკიადაზე,თასზე და ჩემპიონატში,21 დღეში 9 თამაშის ჩატარება მოუწიათ და გუნდი ფიზიკურად გამოიფიტა,ეს ხომ ახლაც საშინელი დატვირთვაა და მაშინ კოშმარი იყო,ბიჭებს ერთი ტაიმი თუღა ჰყოფნიდათ ენერგია,ერთადერთი მანუჩარ მაჩაიძე,ჩვენი კაპიტანი ჰქაჩავდა მთელ მატჩს,მაშინ ხომ იმდენი კვალიფიციური ფეხბურთელი არ იყო გუნდში და არც აღდგენის საშუალებები იყო.ჩემპიონატი 14-15 კაცზე გადადიოდა.ასეა თუ ისე გუნდმა ჩემპიონობაზე ბრძოლა ვეღარ შესძლო,მაგრამ შეიძინა თავისი თავის რწმენა და მომდევნო წლიდან შეუდგა თასების თასის მარათონს.
სოსო
10 იანვარი 2019 01:24
1
ახლა თუ მაინც აფასებთ დინამოს 1978 წლის სსრკ-ს ჩემპიონობას. ხედავთ, რა წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდათ სსრკ-ს პირველობაზე, შოვინიზმი, უნამუსო მსაჯობა, წრეგადასული უხეშობა - ყიფიანი და გუცაევი ფეხებდალეწილი გამოდიოდნენ თამაშიდან, ყინვაში თამაში სეზონის ბოლოს... მე თუ მკითხავთ, 1978 წლის დინამო საუკეთესო იყო თავისი ისტორიის მანძილზე.
giorgi
09 იანვარი 2019 23:11
3
იმ წლებში ერევნის არარატის ლიდერი და კაპიტანი იყო ხორენ ოგანესიანი,შესანიშნავი ფეხბურთელი,ნაკრების წევრი და კარგი ბიჭი.სხვა გუნდებთან, ოგანესიანს მთელი ცენტრი ეჭირა,თამაშს წარმართავდა, ძალიან ტექნიკური და მოძრავი იყო,მაგრამ მანუჩართან სრულიად უძლური ხდებოდა,ხშირად მთელი თამაში ბურთზე ფეხს არ აკარებინებდა ნორმალურად.მართლა დიდი კაპიტანი და ფეხბურთელი იყო დიდი მანუჩარი,მისი წაქცევა ხომ არც არავის ახსოვს და მგონი არც წაქცეულა.
სოსო
11 იანვარი 2019 13:04
0
მანუჩარი. წჺქცეული არავის არ ახსოვს სულაქველიძე ნამდვილი მეომარი იყო.სხვები უფრო აღმატებულნი
givi
10 იანვარი 2019 03:38
0
ძალიან კარგად მახსოვს ეს მატჩი, როგორ არ მიცა პენალტი და ეგრევე დაამთავრა თამაში ორი წუთიტ ადრე ამ არაკაცმა... მთელი დარჩენილი სეზონი მოკითხვაში მყავდა მისი კეთილები... ახლა მაინც თქვას სიმართლე , მაგრამ არა... ეს უკაცობის კაცი ლიტველი მაინც არ იყოს...
maximus
09 იანვარი 2019 23:02
0
ვესწრებოდი მაგ თამაშს. ამდენი დრო გავიდა, მაგრამ ყველაფერი თვალწინ მიდგას. ჩელე მოცელეს და ამ ნაძირალა იუშკამ პენალტი არ დანიშნა, აქაოდა დრო ამოიწურაო.არადა ჩელეს წაქცევამდე თამაში დამთავრებული არ ჰქონდა. იუშკაზე იმ საღამოს მეც ვნადირობდი.შევარდნაძე მინდორზე ჩავიდა და ხალხს შეპირდა რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებდა და ა. შ.(ამან მდგომარეობა განმუხტა,თუმცა იუშკას ამის შემდეგაც მინიმუმ 2 საათი ვეძებდით.) კიდევ ერთი რამ, ტყულია თითქოს იმის შემდეგ თბილისში არ უმსაჯია.მე არაფერი ვიცი მისი დისკვალიფიკაციის შესახებ, მაგრამ ფაქტია წელიწადიც არ იყო გასული თბილისში რომ იმსაჯა(ვის ვხვდებოდით ნაღდად არ მახსოვს),მახსოვს იმიტომ რომ ვბრაზობდი, როგორ გაბედა თბილისში ჩამოსვლა და ხალხს რომ არავითარი ყურადრება არ მიუქცევია ამაზე.
პეტრე
09 იანვარი 2019 21:23
0
იუშკა,შე კაზიოლო, ერთი ფეხი საფლავში გაქვს, ახლა მაინც თქვი სიმართლე,რომ დავალება მოგცეს სევიდან. მაგ ფრით დინამომ ჩემპიონობა დაკარგა, შე კაზიოლო!!!
G.A.L.
09 იანვარი 2019 20:49
1
მაპატიეთ, მაგრამ მე დაგიწერეთ ორივეს მინუსი. წარმოშობით ლიტველი ვარ და...
ანუს კუნილინგუსი
10 იანვარი 2019 14:26
4
G.A.L-სვინც შენ მინუს 1-იანი დაგიწერა მე იმის დ...ს გავ...რე
ვაი თქვენს პატრონს
10 იანვარი 2019 00:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული