eldesmarque.com: "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია

AutoSharing Option
eldesmarque.com-ი იუწყება, რომ "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია (El Real Zaragoza testa dos perlas georgianas): ბოლნისის "სიონის" 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და თბილისის "ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველი ლევან გრძელიძე.

"ზამთარში "სარაგოსა" გაძლიერებას შეეცდება, თუმცა მომავალზეც ფიქრობს. ამიტომ ჩამოვიდა აქ ორი ქართველი ფეხბურთელი, რომელთაც რამდენიმე დღის განმავლობაში თავის წარმოჩენის საშუალება ექნებათ. მათთვის სამაგალითო თანამემამულე გიორგი პაპუნაშვილია და მათ საერთო აგენტი ჰყავთ. ეს ბიჭები სამშობლოდან 4 ათასი კილომეტრით დაშორებული ქალაქის გუნდში დამკვიდრებას შეეცდებიან.

პირველი "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევი ლევან გრძელიძეა, რომელიც
თამაშის მანერით პაპუს ჰგავს. ის ცაციაა, მარჯვნივაც შეუძლია თამაში, სწრაფია და მოხერხებული.

მეორე 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილია. ის 195 სანტიმეტრის სიმაღლისაა, თამაშობდა  პრაღის "სლავიაში", სლოვაკეთის "ზლატე მორავცეში" და ბოლნისის "სიონში".

ორივე ფეხბურთელს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება გააჩნია. მათ თავის გამოჩენის და გუნდში დამკვიდრების შანსი მიეცემათ. თავიდან ადაპტაციასთან დაკავშირებით პაპუსაც ჰქონდა პრობლება, თუმცა ახლა გულშემტკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს! ღმერთმა არ მოაკლოთ ჯანი და გამძლეობა!

მეგობრებო, თქვენ კი უფრო მეტი ოპტიმიზმი და ნაკლები შური მინდა გისურვოთ.
მურთაზი
12 იანვარი 2019 16:45
0
ეს ბიჭები საქმეს თუ პროფესიონალურად მიუდგებიან ბევრს გააჩუმებენ და ბევრსაც მიაღწევენ.... სამივე ერთად თუ აგულავდა იმის შისი მაქვს:)
emigranti
11 იანვარი 2019 23:56
0
ამ სარაგოსას უნდა ლა ლიგაში გადასვლა სიონის და ლოკომოტივის ფეხბურთელებით რო ძლიერდება
გოგა
11 იანვარი 2019 15:56
7
გიოს. გიო აქ იმიტომ არ მარგალიტობენ რომ არის საშინელი მიდგომა ფეხბურთელების მიმართ, რაც შეეხება ჩოჩიშვილს არ მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, ტყავაძემ და შალამბერიძემ უკადრებელი იკადრეს ჩამოიყვანეს სლავიიდან და ერთი თამაშის ჩავარდნა არ აპატიეს და მთელი ნახევარი სეზონი სკამი ახეხინეს, აქ მეორე შანსს არ მოგცემენ იმიტომ რომ ჩვენ გყვავს ფეხბურთის მამები და პროფესორები, სარაგოსაში რა გაეგებათ ფეხბურთის, დილეტანტები არიან, ფეხბურთი თუ გინდა ითამაშო საქართველოში გასწავლიან და გაგზდრიან.
დათო
11 იანვარი 2019 08:57
1
სირცხვილია ასეთი სათაური. მართლა რომც დაეწერა ესპანურ გამოცემას თქვენ არ უნდა ღარგმნოთ. რომელ მარგალიტობაზეა საუბარი.
iuri
11 იანვარი 2019 08:31
15
ჯერ აქ რატომ არ მარგალიტობენ??
გიო
10 იანვარი 2019 22:58
22

სიახლეები პოპულარული