მიხეილ მეტრეველი: "შახტარი" სამ ქართველს აკვირდება - უკრაინული კლუბები გიორგი არაბიძის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებას

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა მიხეილ მეტრეველმა ua-football.com-ს განუცხადა, რომ დონეცკის "შახტარი" რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. მან თქვა, რომ უკრაინული კლუბები ჯერ კიდევ აკვირდებიან სხვა გუნდებში გადასულ ლევან ხარაბაძეს და ზურიკო დავითაშვილს.

- მიხეილ, ეხმარებით ქართულ კლუბებს კარგი ლეგიონერების აყვანაში?
- დიახ, რა თქმა უნდა. "შახტარის" აკადემიის აღზრდილი დმიტრი ივანისენია უკვე მეორე სეზონია ლეგენდარულ თბილისის "დინამოში" თამაშობს.

გასულ სეზონში ის გუნდში შეუცვლელი იყო, უნარიანად ამყარებდა ბალანსს დაცვასა და თავდასხმას შორის, მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებდა.

შესაძლოა, უახლოეს მომავალში სხვა უკრაინელი ლეგიონერებიც გადავიდნენ ქართულ გუნდებში. უკრაინელი
ფეხბურთელები კარგად ორგანიზებულნი, დისციპლინირებულნი არიან და დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. ეს პირველ რიგში მცველებზე ითქმის.

ვიცი, თბილისის "დინამო" უკრაინელი ცენტრალური მცველითაა დაინტერესებული. გუნდს უნდა ამ პოზიციაზე კონკურენცია გაზარდოს.

- საინტერესოა, განხორციელდება თუ არა ზამთარში ჩვენთან ქართველების ტრანსფერები?
- უკრაინაში ყოველთვის იყო ქართველი ტალანტებით დაინტერესება. სულ ახლახან "ვორსკლა" მზად იყო ლევან ხარაბაძის ტრანსფერი ნახევარ მილიონ დოლარად გამოესყიდა და სათამაშო დროის 75%-ის გარანტიას აძლევდა.

ახლა რამდენიმე უკრაინული კლუბი "ნასიონალთან" აწარმოებს მოლაპარაკებას გიორგი არაბიძის ტრანსფერზე.

მას სურს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს და არ უნდა სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნაზე იყოს. თუ რომელიმე კლუბი დარწმუნდება ამ ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელის ლიდერულ თვისებებში და ამბიციებში და სათამაშო დროის 70%-ის გარანტიას მისცემს, ტრანსფერის გაჩარხვა სავსებით შესაძლებელია.

ამას გარდა, უკრაინული გრანდი "შახტარი" სწავლობს ლევან ხარაბაძის, ზუკა დავითაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობებს. ერთი სიტყვით, ქართული და უკრაინული ფეხბურთის ინტეგრაციის შემდგომ შესაძლებლობას ნათლად ვხედავ.

altლევან ხარაბაძე "ციურიხში" პირველ ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს - ათამაშებენ "ნაპოლისთან"?

altზურიკო დავითაშვილმა კურბან ბერდიევს თავი მოაწონა - მას "რუბინის" საიტი გვიქებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მათემათიკური ალბათობებით საუბარი რა ჯანდაბაა, იმსახურებ ითამაშებ არ იმსახურებ წადი სახლში, რა 70% და ის კიდე
:))))
10:23 22-01-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული