მიდის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
ეს დღეები აქტიურად მიდის საუბარი "რუსთავის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგების შესახებ.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.

- უკვე აქტიურად იწერება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" შეიძლება წახვიდე იჯარით. რამდენად რეალურია ეს ფაქტი და რას ფიქრობ, შეძლებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?
- ჯერ არაფერი არ არის დაზუსტებით გადაწყვეტილი. ჩემი აგენტი მუშაობს ამ საკითხზე, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. როცა დაზუსტებით გვეცოდინება, რა როგორ იქნება, შეგატყობინებთ. დანარჩენზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- როგორ შეაფასებ შენს წინა სეზონს? რამდენად კმაყოფილი ხარ, თვლი, რომ
შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინე?
- ალბათ, ფეხბურთელი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არ უნდა იყოს და სულ მაქსიმალურზე უნდა იფიქროს. სეზონს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე.

- წინა წლის განმავლობაში იყო ჭორები "ბაიერნზეც" და ა.შ. რა გრძნობაა, როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება და იყო თუ არა ეს რეალური?
- როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება, ეს ორმაგი მოტივაციაა. იყო მოლაპარაკება, რომელიც არ შედგა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს "რუსთავში" და რას ელი მომავალი სეზონისგან?
- "რუსთავში" თავს მშვენივრად ვგრძნობ და დრო გვაჩვენებს ყველაფერს.

altsport-express.ru: ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ