საქართველოს ნაკრები ისრაელსაც უპრობლემოდ გაუსწორდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ისრაელი 7:0 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, რომელიც 5:0 მოიგო.

მეორე ტაიმში მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გაზრდა მოახერხა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 5:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა და 2 თებერვალს, ჯგუფში უკანასკნელ მატჩში დანიას შეხვდება.

მეორე ეტაპის მატჩები ოქტომბერში პოლონეთში ჩატარდება.

საქართველო - ისრაელი 7:0 (5:0)
თბილისი. ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი
საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

გოლები: 1:0 თალესი, 2:0 თოფურია, 3:0 თალესი, 4:0 ფუმასა, 5:0 თალესი, 6:0 ნიყვაშვილი, 7:0 ჯვარაშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი საღოოოლ!!!
ლაშა
22:29 31-01-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული