ბუდუ ზივზივაძის უკვე მე-3 გოლი - "ტორპედომ" შეკრება მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგო.

"ტორპედო" მაკედონიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "აკადემია პანდევს" შეხვდა. პირველი გოლი მეტოქემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ქართველებისგან სამი უპასუხო გოლი მიიღო.

გატანილი გოლების ავტორები ბუდუ ზივზივაძე, ლევან გეგეჭკორი და თორნიკე კაპანაძე გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძემ "ტორპედოს" მაისურით ჩატარებულ მეორე მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა. აქამდე დუბლი მან ბათუმის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში შეასრულა, რომელიც "ტორპედომ" შეკრებამდე საქართველოში გამართა.

მომდევნო მატჩს "ტორპედო" ხვალ, 7 თებერვალს მინსკის "დინამოსთან" გამართავს.

altოლეკსანდრ აზაცკი "ტორპედოში" დაბრუნდება

altოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძემ

"ტორპედოსთან" კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული