"მთლიანობაში ჩანდა, რომ დაღლილები ვიყავით" - გიორგი ჭიაბრიშვილი შეკრებას აფასებს

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" მეორე შეკრებას თურქეთში გადის.

თბილისელებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს და ბოლოს შვედურ "ესკილსტუნასთან" ფრედ, 1:1 ითამაშეს.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეკრების შესახებ ისაუბრა.

"შვედებთან თამაში რთული გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფიზიკურად მაქსიმალური დატვირთვებით შევხვდით ამ თამაშს. ორჯერადი - ძირითადად, ფიზიკური კონდიციების აღსადგენი ვარჯიშები გვქონდა და გუნდი იყო დაღლილი ამ თამაშისთვის, მაგრამ მაინც დადებითი, რაც შეიძლება ითქვას - გვქონდა მომენტები, ეპიზოდური კარგი კომბინაციები. მთლიანობაში მაინც ჩანდა, რომ დაღლილები ვიყავით.

მეორე შეკრება ისე მიდის, როგორც დაგეგმილი
იყო. ტრავმირებული არ გვყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დატვირთვების ქვეშ იქნება გუნდი "ახმატთან" თამაშამდე. შემდეგ ეს დატვირთვები ნელ-ნელა მოაკლდება და წავალთ პირველი ოფიციალური მატჩისკენ.

ბოსნიის ჩემპიონ "სარაევოსთან" გვაქვს 12-ში თამაში. კარგი გუნდი ჩანს, ესეც ჩვენთვის ტესტ-მატჩია. მნიშვნელოვანი არ არის მოგება-წაგება, მთავარია, ამ დატვირთვების ფონზე როგორ შევძლებთ კიდევ რაღაც პატარ-პატარა დეტალები გამოვასწოროთ", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

"საბურთალო" საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელ "ტორპედოს" გორში 24 დეკემბერს შეხვდება.

altსაქართველოს ახალი სუპერთასი ახალ მფლობელს ელოდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
24 დეკემბერს?
კახა
13:41 11-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული