თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინულ გუნდებთან და ორივეში მარცხი განიცადა.
9 თებერვალს "დინამო" "ლვოვთან" 1:2 დამარცხდა. ბათუმელთაგან გოლი 82-ე წუთზე გაფრინდაშვილმა გაიტანა.
12 თებერვალს კი "დინამოს" "დესნამ" 2:0 სძლია.
აჭარული გუნდი შეკრებაზე დღეში ორჯერ ვარჯიშობს და 13 თებერვალს "მარიუპოლს" შეხვდება.