თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის "დინამომ" მესამე ამხანაგური მატჩიც უკრაინულ გუნდთან ჩაატარა, ამჯერად "მარიუპოლს" შეხვდა და 0:1 წააგო.
გოლი "მარიუპოლმა" 71-ე წუთზე გაიტანა.
დინამო (სასტარტო): ალავიძე, მელიავა, ფაცაცია, გაგოშიძე, ჩალაძე, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე, თევდორაძე, რამოსი, ილურიძე, საბანაძე
სათადარიგოები: გოშაძე, ტეიდი, ჯანელიძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ჭანტურია
აქამდე შეკრებაზე "დინამო" "ლვოვთან" (1:2) და "დესნასთან" (0:2) დამარცხდა.