ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

AutoSharing Option
დღეს, 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს. მას ხმა 28 დარეგისტრირებული დელეგატიდან ოცდარვავემ მისცა.

ლევან კობიაშვილი ფედერაციას 4 წლის ვადით გაუძღვება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობაზე მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ანგარიში წარადგინა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

ყრილობაზე ამავდროულად მოხდა ფეხბურთის ფედერაციის აღმსკომის არჩევა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია კი ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა. ასევე, 2019 წლის ბიუჯეტი და მართვის საკონსტიტუციო ჯგუფი დამტკიცდა.

საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებული მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო - საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა.

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას უეფასა და ფიფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყოს უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა.

29-ე საარჩევნო ყრილობა, სიმბოლურად, ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს ჩატარდა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პირველი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაჯილდოვდნენ. ჯილდო ასევე გადაეცა ფეხბურთის ფედერაციის ერთერთ დამფუძნებელს - ზურაბ პეტრიაშვილს. ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი გია ტუხაშვილი.

ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და მომავალ, საიუბილეო, 30-ე წელიწადს სხვა საინტერესო ღონისძიებებითაც აღნიშნავს.

altპროფესიული ლიგა, ფეხბურთელების ნატურალიზება, სტადიონები - ლევან კობიაშვილის წინასაარჩევნო პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავ კობი , აბა კიჭა რო იყო ხო აყვავდა და კიდე ის ტლუ მეგრელი ;მოკლედ გილოცავთ და არ გაუმტყუნოთ ხალხს იმედი.
qartveli
16 თებერვალი 2019 07:35
0
ძალიან ყურადღებით ვუსმინე კობის ინტერვიუს მინაშვილთან, საღოლ კობი, ეს იყო საქმის მკეთებელი და ფეხბურთი რომ უყვარს იმ კაცის საუბარი, რას ნიშნავს არა, როცა ადამიანი მართალია და არაფერი აქვს დასამალი საზოგადოებისგან და გულშემატკივრებისგან? უბრალოდ ეგაა, რომ დიდი საქმეების შედეგები უცებ არ მოდის, მაგრამ აუცილებლად მოვა, თურმე შეიძლება აღორძინება ქართული ფეხბურთის, ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად მოუსმინეთ. რეზი არველაძის მაპატიეთ და აბდაუბდისგან განსხვავებით, როგორი ყოვლისმომცველი ინტერვიუა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი კობის საუბრით. ყოჩაღ კობი!
15 თებერვალი 2019 14:57
1
სად იყო ეგ გადაცემა შეგიძლია გვითხრათ? რომელ საათზე ან რომელ არხზე
zura
15 თებერვალი 2019 17:57
0
ქოცების ხელში აღარაფერს აღარ აქვს ალტერნატივა.
la.))
15 თებერვალი 2019 13:59
11
რათ მინდა ვინმეს ყურება? მოვა შემოდგომა და მერე გკითხავ მეგობარო, ყველა ჩვენი გუნდი რომ შერცხვება. რამდენი ხანია ფეხბურთზე არ ყოფილხარ მითხარი? მე ნაკრების თამაშის მეტი არ ვყოფილვარ და არ მკითხო რატოოო? თუ საინტერესო ჩემპი. გვაქვს რატომ დადის 200-300 კავი თამაშებზე? ლუდოგორეცთან შენი ქვეყნს ჩემპიონს შერიფი 3-0 ით რომ გააგდებს და მერე ლუდოგორეცი 4-0 და ეს უკვე წლებია ხდება შენ აქ არ ხარ? თუ აზერული და ყაზახური გუნდების სირცხვილები დაგავიწყდა? ახლა არ მითხრა კობი რა შუაშიაო)) და თუ ნაკრებზე დაილაპარაკებ ამაზე ჯობს შემოდგომაზე ვილაპარაკოთ, გამიხარდება თუ ნაკრების თემაზე მაინც გამაჩუმებ და რამე ღირებულს მივაღწევთ ჯგუფში
la.))
15 თებერვალი 2019 18:00
0
არა ხარ ძმაო მართალი, ქოცები არ მევასება, მაგრამ კარგს კარგი უნდა უწოდო, თუ გიყვარს ფეხბურთი, გაიხსენე აბა, ახალკაცი და სიჭინავა, მოგწონდა? თუ მოგწონდა, მაშინ შენ ქართული ფეხბურთი არ გყვარებია.
15 თებერვალი 2019 15:09
2
სანამ ეს მთავრობაა კობიაშვილიც სულ პრეზიდენტი იქნება. იმედს ვიტოვებ არც კობიაშვილი და არც ეს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ,მალე მოშორდებიან საქართველოსაც და ფეხბურთის ფედერაციასაც.ამას ქართველი ერი გააკეთებს სულ მალე.რამოდენიმე წელში.ვმახოთ.
mamulo
15 თებერვალი 2019 13:56
9
მიშა გიცანით)))
კახა
15 თებერვალი 2019 16:17
1
წარმატებები კობი.
giga
15 თებერვალი 2019 13:45
1
ვაა?! მართლა?!
aburjga
15 თებერვალი 2019 13:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული