ფრე ყაზახებთან - "საბურთალომ" თურქული შეკრება დაასრულა და "ტორპედოსთვის" მოემზადება

AutoSharing Option
თურქული შეკრების ბოლო მატჩში საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ყაზახურ "კაისარს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ეთამაშა.

ანგარიში ყაზახებმა გახსნეს, მათ შეხვედრის პირველი გოლი 49-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს.

წონასწორობა 63-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა აღადგინა. მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"საბურთალო" სამშობლოში ბრუნდება და კვირას, 24 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოსთან" გასამართი სუპერთასის შეხვედრისთვის თბილისში მოემზადება.

საქართველოს ჩემპიონმა თურქეთში სულ 7 შეხვედრა გამართა, საიდანაც 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო.

alt"საბურთალო" რამზან კადიროვის გუნდთან 1:2 დამარცხდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული