"ვიტ ჯორჯიამ" "ლიეპაიას" 0:2-დან გაუთანაბრა - "ვეტერინარები" სამშობლოში ბრუნდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე უკანასკნელი შეხვედრა გამართა. ქართული კლუბი ბოლო მატჩში ლატვიურ "ლიეპაიას" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ეთამაშა.

ლატვიელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა "ვიტ ჯორჯიამ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

გიორგი ვაზაგაშვილმა ანგარიშში სხვაობა 74-ე წუთზე შეამცირა, 90-ე წუთზე კი დავით მუჯირმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

"ვიტ ჯორჯიამ" მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:

შეროზია, საჯაია (კურდღელაშვილი), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე (გაფრინდაშვილი), მაისურაძე (კაკაშვილი), ვასაძე (ლაცაბიძე), მოსიაშვილი (მუსელიანი), ღირდალძე (ვაზაგაშვილი), ღუდუშაური (მუჯირი).

ეროვნული ლიგის დებიუტანტები სამშობლოში ბრუნდებიან და  24 თებერვალს დასკვნით საკონტროლო შეხვედრას
დუშეთის "არაგვის" წინააღმდეგ გამართავენ.

altფრე ყაზახებთან - "საბურთალომ" თურქული შეკრება დაასრულა და "ტორპედოსთვის" მოემზადება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული