ლატვიელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა "ვიტ ჯორჯიამ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
გიორგი ვაზაგაშვილმა ანგარიშში სხვაობა 74-ე წუთზე შეამცირა, 90-ე წუთზე კი დავით მუჯირმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
"ვიტ ჯორჯიამ" მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
შეროზია, საჯაია (კურდღელაშვილი), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე (გაფრინდაშვილი), მაისურაძე (კაკაშვილი), ვასაძე (ლაცაბიძე), მოსიაშვილი (მუსელიანი), ღირდალძე (ვაზაგაშვილი), ღუდუშაური (მუჯირი).
ეროვნული ლიგის დებიუტანტები სამშობლოში ბრუნდებიან და 24 თებერვალს დასკვნით საკონტროლო შეხვედრას დუშეთის "არაგვის" წინააღმდეგ გამართავენ.
ფრე ყაზახებთან - "საბურთალომ" თურქული შეკრება დაასრულა და "ტორპედოსთვის" მოემზადება