საქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა საქართველოს სუპერთასის ფინალი, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გადაცემით მერაბ გიგაურმა გაიტანა გუნდს ტიტული მოუტანა.

ქუთაისელებს ბევრი შანსი ჰქონდათ, ზივზივაძეს გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა დამაჯერებლად თამაშობდა "საბურთალოს" გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი.

საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, გი (გვარაძე 59), გორგიაშვილი, დიასამიძე (გოშთელიანი 75), ტერა (ალთუნაშვილი 70) გონსალვეში, კოხრეიძე

ტორპედო: კვასხვაძე, ცინცაძე (ჩაჩუა 77), გიგაური, ქავთარაძე, ზივზივაძე (კაპანაძე 85), აზაცკი, სტიეპოვიჩი, გეგჭკორი, დოლიძე (წიქარიძე 63),
ქიმაძე, კობახიძე

საქართვლოს ეროვნული ლიგა სტარტს 1 მარტს აიღებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს არის ყველაფერი საბურთალოს უფროსობის ბრალი ხეჩეკაშვილის თამადობით...არც პრემიები დაურიგეს ბიჭებს არც ხელფასებს აძლევდნენ ნორმალურს და ვერ შეინარჩუნეს ძირითადი ბირთვი ჩემპიონები გახდენ და გუნდი დაშალეს გაუშვეს ვოლკოვი რეხვიაშვილი იაშვილი კუპატაძე და მოიყვანეს ინტერს გი :)) და დარწმუნებული ვარ რომ საკაიფო ხელფასსაც შესთავაზებდენ..ვინც გუნდი გააჩემპიონა ისინი გაუშვეს...ამათვის მე მაქსიმუმ 2 წელი მიმიცია სუუულ მთლიანად დაიშლებიან და ადრე როგორც იყვნენ სამოყვარულო ქუჩის გუნდი ისევ ისეთები იქნებიან...
ნიკა
16:33 25-02-2019
1
საბურთალოს ფეხბურთელებს ცოტა თავშიაქვთ ავარდნილი,გასაგებია ჯერ ფორმაში არ არიან, მაგრამ პასებით თამაში ხომ შეგიძლიათ.მოთამაშე რომელიც ეგოისტურად იქცევა უნდა სკამზე დასვა.წარმოიდგინეთ ანჩელოტი,გვარდიოლა ან კლოპი რას იზამენ თუ მათი რომელიმე ფეხბურთელი დროულ პასს არ გააკეთებენ თანაც სისტემატიურად,ასეთებს მუდმივად სკამს ახეხინებენ.ჭიამაც მკაცრად უნდა მოითხოვოს ყველასგან სათამაშო დისციპლინის დაცვა,ისე არაფერი გამოვა.
Chivers
11:54 25-02-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული